სხვა

16:06 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ მეორედ დამარცხდა, ჰაკუჰო კვლავაც უძლეველია

მონღოლი იოკოძუნა ჰაკუჰო ჰაცუ ბაშოზე კვლავაც უძლეველია. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა მიჯრით მე-6 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა აოიამასთან იზეიმა და კვლავაც ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

4 მოგების ფონზე მე-2 მარცხი განიცადა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა. გაგამარუს შიკონათი ცნობილი ჩვენებური დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ფუჯიაძუმასთან იორიკირით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი ჰაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მისი მომდევნო მეტოქე კი დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტოჩინოვაკა იქნება, რომელსაც გაგამარუ ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ წლის პირველ სუპერტურნირი ტრადიციულად 15 დღეს მიმდინარეობს და 26 იანვარს დასრულდება.

0.113909