სხვა

13:52 | 16.05.2014 | ნანახია 1085 - ჯერ

გაგამარუ ისევ თანაბარ ბალანსზეა

ნაცუ ბაშოს მე-6 დღეს, ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მიჯრით მოპოვებული 3 გამარჯვების კვალად, მარცხი განიცადა. გაგამარუმ, რომელიც მაისის სუპერტურნირს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა არავაშისთან იორიკირით წააგო.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე შეჯიბრზე, ჯუღელი ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში მოასპარეზე ერთადერთი ქართველი სეკიტორია. მისი მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა სადანოუმია.

ტურნირის დაუმარცხებელ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, რომელმაც ზედიზედ მე-6 გამარჯვება აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა ამინიშიკისთან იზიმა. მონღოლი გოლიათის უახლოესი მდევრები იოკოძუნა კაკურიუ, ოძეკი კისენოსატო და რიგითი მაეგაშირები – იკიოი და კიტატაიკი არიან.

მორიგ ორთაბრძოლას 17 მაისს ჩაატარებს რანგით მე-3 დივიზიონ მაკუშიტაში მოასპარეზე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი (დასავლეთის მე-6 ნომერი). ქართველ სუმოისტს სამივე გასული ორთაბრძოლა მოგებულ აქვს, შემდეგი შერკინება კი აღმოსავლეთის მე-4 ნომერ კიზენრიუსთან ელის.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:33 | 17.05.2014
miriani (2665)

xoox ise xo ras ambob:-)

14:38 | 16.05.2014
BEERTRANCE (97819)

ძალიან სუსტია გაგა ამ ტურნირზე.

0.123707