ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ იანვრის ბაშო მინიმალური დადებითი ბალანსით (8 მოგება, 7 მარცხი) დაასრულა, რაც განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) მისი დაწინაურების წინაპირობა გახდა.
შეგახსენებთ, რომ ტოკიოს სუპერტურნირზე გაგამარი აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, მომავალ ბაშოს კი დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულით შეხვდება.
აღმოსავლეთის იოკოძუნას უმაღლესი წოდება დაიბრუნა მონღოლმა ჰაკუჰომ, მისი თანამემამულე ჰარუმაფუჯი კი, რომელმაც გასული ტურნირი ტრავმის გამო გამოტოვა, ისევ დასავლეთის იოკოძუნა გახდა.
ოძეკთა დავაში კაკურიუმ და კოტოშოგიკუმ კისენოსატო ჩამოიტოვეს, ტოჩიოძანმა კი, რომელმაც ტოკიოში 11 გამარჯვება იზეიმა, სეკივაკეს ტიტული მიიღო და გოეიდოს და კოტოოშუს გაუთანაბრდა.
კომუსუბის რანგში აღზევდნენ ტოიონოშიმა და შოჰოძანი, ხოლო პროფესიულ სუმოში მხოლოდ ერთი წლის წინ ჩართულმა – მოყვარულთა შორის იაპონიის ექს-ჩემპიონმა ენდომ უკვე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირას ტიტულს უწია.
ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში პირველად იასპარეზებენ 22 წლის ტერუნოფუძი და ჩიოტორის უფროსი ძმა ტიომარუ, ჰომაშო, შოტენრო, ტოკიტენკუ, კიოკუსუჰო და კოტოიუკი კი ძურიოში დაქვეითდნენ.
შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო ტურნირი იგივე ჰარუ ბაშო ოსაკაში 9-23 მარტს გაიმართება.
აღმოსავლეთი | წოდება | დასავლეთი |
---|---|---|
|
იოკოძუნა |
|
|
ოძეკი |
|
|
ოძეკი | |
|
სეკივაკე |
|
სეკივაკე |
|
|
|
კომუსუბი |
|
|
მაეგაშირა #1 |
|
|
მაეგაშირა #2 |
|
|
მაეგაშირა #3 |
|
|
მაეგაშირა #4 |
|
|
მაეგაშირა #5 |
|
|
მაეგაშირა #6 |
|
|
მაეგაშირა #7 |
|
|
მაეგაშირა #8 |
|
|
მაეგაშირა #9 |
|
|
მაეგაშირა #10 |
|
|
მაეგაშირა #11 |
|
|
მაეგაშირა #12 |
|
|
მაეგაშირა #13 |
|
|
მაეგაშირა #14 |
|
|
მაეგაშირა #15 |
|
|
მაეგაშირა #16 |
|