სხვა

16:22 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ დაქვეითდა, ტოჩინოშინი დაწინაურდა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელმაც მარტის ბაშო უარყოფითი ბალანსით (მაკე-კოში) დაასრულა, განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) უკუსვლა განიცადა. გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდება დაკარგა და მომავალ ბაშოს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას ტიტულით შეხვდება.

იაპონიის სუმოს ასოციაციის მიერ განახლებულ კლასიფიკაციაში უკვე 3 იოკოძუნა და მხოლოდ 2 ოძეკია. ჰაკუჰოს, ჰარუმაფუჯის და კაკურიუს კვალში კისენოსატო და კოტოშოგიკუ უდგანან. სეკივაკეს წოდება შეინარჩუნეს გოეიდომ და ტოჩიოძანმა, ხოლო 32 წლის იოშიკაძემ და 21 წლის ჩიოტორიმ კომუსუბის ტიტული პირველად დაიმსახურეს.

მარტში რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში ჩინებულად იასპარეზა ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინმა შვიდივე ორთაბრძოლა მოიგო და მაკუშიტაში 55-ე რეიტინგის დასავლეთის მე-6 პოზიციაზე გაცვალა.

მომავალი ნაცუ ბაშო ტოკიოში 11-25 მაისს ჩატარდება.

0.116241