სხვა

16:42 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ დადებით ბალანსზე გავიდა

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იგივე გაგამარუმ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და დადებით ბალანსზე (კაჩი-კოში) გავიდა.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კიოკუშუჰო კოტენაგეთი დაამარცხა. ჯუღელმა “ბრწყინვალე ფენიქსის” შეტევა ზედ დოჰიოს კიდესთან მოიგერია და საპასუხო შედეგიანი იერიში განახორციელა.

ქართველ გოლიათს 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო ორთაბრძოლა კი ეგვიპტელი მე-16 მაეგაშირა ოსუნაარასის წინააღმდეგ ელის, რომელიც ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ იმ 39 სუმოისტიდან, რომელიც სამიო დღის წინ ჰაცუ ბაშოში ჩაება, მაქსიმალური შედეგი მხოლოდ სამს გააჩნია. სამ-სამი გამარჯვებით იოკოძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე გოეიდო და აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა შოჰოძანი ლიდერობენ.

 

იანვრის ბაშოს მე-3 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=T0Pignow5iI#t=0

0.114866