სხვა

22:01 | 15.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ დადებით ბალანსზე გავიდა, ტოჩინოშინი კვლავ დაუმარცხებელია

ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მაისის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-3 გამარჯვება იზეიმა. შედეგად, გაგამარუს შიკონათი ცნობილი ქართველი გოლიათი, რომელიც ნაცუ ბაშოს აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დადებით ბალანსზე გასვლა პირველად გავიდა.

გაგამარუმ დასავლეთის მე-15 მაეგაშირა სოკოკურაის იორიკირით სძლია, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ტურნირის მე-6 დღეს კი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა არავაშის შეხვდება, რომელსაც კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

ნაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად იოკოძუნა ჰაკუჰო რჩება, მის უახლოეს მდევრებს შორის კი იოკოძუნები კაკურიუ და ჰარუმაფუჯი და ოძეკი – კისენოსატოც იმყოფებიან.

რანგით მე-3 მაკუშიტას დივიზიონში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს დასავლეთის მე-6 ნომერი ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა მე-3 მოგება დასავლეთის მე-8 ნომერ კავაბატასთან მიითვალა.

ნაცუ ბაშოს მე-5 დღის მიმოხილვა

http://www.youtube.com/watch?v=-Ys-6iul1YQ

0.135296