ჩოგბურთი

13:15 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გაერთო, ჯიბეც „გაისქელა“

შვეიცარული საინფორმაციო სააგენტო Blick-ის ცნობით, მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა რაფა ნადალმა სამხრეთ ამერიკაში ამასწინათ ჩატარებული საგამოფენო მატჩების სანაცვლოდ ორგანიზატორთაგან საბანკო ანგარიში 10 მილიონი დოლარით შეივსო.

შეგახსენებთ, რაფამ სამხრეთამერიკული ტურნეს მსვლელობისას, პერუსა, ჩილესა და არგენტინაში დავიდ ფერერთან, ნოვაკ ჯოკოვიჩთან (ორჯერ) და დავიდ ნალბანდიანთან ითამაშა.

უშუალოდ საჩოგბურთო ტურნირებში მონაწილეობისას ნადალის მიერ დამსახურებულ ჰონორარს რაც შეეხება, 27 წლის მანაკორელმა წლეულს 14.5 მილიონი დოლარი დაიმსახურა. გეტყვით იმასაც, რომ რაფამ 2013 წელს 82 მატჩი ჩაატარა და 10 ტიტული (მათ შორის საფრანგეთისა და აშშ-ის ღია პირველობები) მოიპოვა. 

0.114629