საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრე თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონთან” მატჩით გახსნა. სახეშეცვლილი თბილისური კლუბისთვის მატჩი უიღბლო გამოდგა.
დინამოელებს ანგარიშის გახსნის ძალზე რეალური შანსი მე-14 წუთზე მიეცათ – გიორგი ჯანელიძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაჰრა, მეკარემ ბურთი ვერ შეიმაგრა და ახლოსვე მოიგერია, საიდანაც დორინ გოგამ თითქმის დაუცველ კარში დაარტყა და ააცილა.
რამდენიმე წუთში, არანაკლებ რეალური საგოლე შანსი ბოლნისელებსაც მიეცათ. ლაშა თოთაძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ, ომარ მიგინეიშვილმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და თბილისელთა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა. დამატებაზე ითამაშა გიორგი ადამიამ და ბურთი კარის ჩარჩოსკენ გაგზავნა, მაგრამ დინამოელები გოლს გადაურჩნენ.
32-ე წუთზე, თბილისელთა გარემარბ გიორგი მერებაშვილსაც ჰქონდა ხელსაყრელი მომენტი, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მასპინძელთა “ათიანმა” საჯარიმო მოედნიდან დაარტყა, მაგრამ ბოლნისელთა გამოცდილმა მეკარემ მირზა მერლანმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
შეხვედრის პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა, მაგრამ სათამაშო უპირატესობა “დინამოს” ჰქონდა. ასე იყო თუ ისე, საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.
მერლანმა მორიგი ბრწყინვალე სეივი მეორე ტაიმის დებიუტშივე მიითვალა – კუთხურისას შეტევაში ჩართულმა გიორგი გველესიანმა თავური დარტყმა შეასრულა, მაგრამ ბოლნისელთა მეკარემ ბურთი ეფექტური ნახტომით უკუაგდო.
მეორე ნახევრის საწყისმა წუთებმა თბილისელთა აბსოლუტური უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ მალხაზ ჟვანიას დამოძღვრილებმა ანგარიშის გახსნა მაინც ვერ მოახერხეს. 57-ე წუთზე, დაწინაურების შანსი “სიონსაც” ჰქონდა, მაგრამ ლაშა თოთაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ, მიგინეიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ, თამაშის ტემპი შედარებით დაეცა. ბურთს კვლავ მასპინძლები ფლობდნენ, მაგრამ საქმის გოლამდე მიყვანას ვერ ახერხებდნენ. 70-ე წუთზე, ზვიად ლობჟანიძემ და ჩისკომ საგოლე მომენტები გაცვალეს, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია.
ეპიზოდი, რომელიც 72-ე წუთზე მოხდა, ცალკე სასაუბრო თემაა. ჩისკოს მერლანისთვის ბურთის დაბრუნება სურდა, ბოლნისელთა კიპერი ესპანელს არ უყურებდა და მოხდა ისე, რომ გოლი გავიდა. ბოლნისელებმა გოლი არასამართლიანად მიიჩნიეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში აპროტესტებდნენ. მთავარმა არბიტრმა ლაშა სილაგავამ გოლი ჩათვალა და სტუმრებს ცენტრისაკენ მიუთითა. ამის შემდეგ რაც მოხდა, ისეთი რამ, ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს არც ახსოვს – თბილისელებმა მეტოქეს “პატივი სცეს”, გაუნძრევლად დადგნენ და “სიონის” ნახევარმცველ გიორგი კახელიშვილს “სოლო რეიდით” გოლის გატანის საშუალება მისცეს. ამგვარად, მატჩი ისევ საყაიმო ანგარიშით გაგრძელდა. Fair Play-ს წესების დაცვისთვის, ბოლნისელთა თავკაცმა ვლადიმერ ბურდულმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე “დინამოს” მადლობა გადაუხადა.
85-ე წუთზე, სტუმრები დაწინაურდნენ კიდეც – შეცვლაზე შესული ჯაბა უგულავა თბილისელთა მეკარის საჯარიმო მოედანში აღმოჩნდა და მიგინეიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო. “დინამო” მარცხის რეალური საშიშროების წინაშე დადგა და გააქტიურდა – მერებაშვილმა შორი დისტანციიდან სცადა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ არ გამოუვიდა.
მალხაზ ჟვანია: “მოწინააღმდეგეს ვულოცავ. ბოლნისელებმა იბრძოლეს და შედეგიც შესაბამისია. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, იყო მომენტები, როცა თამაშს ვერ ვალაგებდით. ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. მეორეადგილოსანი წამოგვეწია და ქულების დაკარგვა არ შეიძლება. იანსე პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ უკანასკნელ 15-20 წუთში დაღლილობა შეეტყო. ჩისკოს გოლზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გოლი მიზანმიმართულად არ შექმნილა”.
ვლადიმერ ბურდული: “ვიცოდით სად მოვდიოდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ რთული თამაში იქნებოდა. წინა თამაშების შედეგებიც ვიცოდით. წინ რთული თამაშები გვაქვს. დინამოს მადლობას ვუხდი. ამ კლუბში წლები ვითამაშე და დღემდე მისი გულშემატკივარი ვარ. Fair Play-ს წესების დაცვისთვის, მეტოქეს მადლობას ვუხდი”.
დინამო (თბილისი) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)
26 თებერვალი. თბილისი. “დინამო არენა”.
დინამო: მიგინეიშვილი, ხიდეშელი, ჯანელიძე (გორგიაშვილი 53), მერებაშვილი, პაპავა, კვირკველია, გოგა (ვუო 62), იანსე, ჩისკო (მარცვალაძე 78), გველესიანი, ძარია.
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
სიონი: მერლანი, თოთაძე, სვანიძე (იმედაშვილი 59), აბრამიძე, ქემოკლიძე, ფოფხაძე, ცხადაია, გოგობერიშვილი, ლობჟანიძე (აფციაური 72), ადამია (უგულავა 63), კახელიშვილი.
მწვრთნელი: ვლადიმერ ბურდული
გოლები: 1:0 ჩისკო (72), 1:1 კახელიშვილი (75), 1:2 უგულავა (85)
გაფრთხილებები: გოგა (56), ცხადაია (90)
მსაჯი: ლაშა სილაგავა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
დინამო გახდება შემპიონი
) ჩვენი მხარდაჭერა უნდა გუნდს, კაციშვილი სტადიონზე არ დადის და გული ძალიან ცოტას შესტკივა არ გამოვა ეგრე, მხარი დავუჭიროთ გუნდს იქნებ ლიგაზეც გავიდეთ, რა ვიცით
რატო არავინ ლაპარაკობს მეორე გოლზე?
) კარგად მოიქცნენ ბიჭები ჩისკოს გოლი შემთხვევითობა იყო და გაატანინეს საპასუხოც, მომეწონა მე ეგ კარგი საქციელი იყო, ეგ რო არ მომხდარიყო ვინ იცის როგორ დამთვარდებოდა თამაში და აღარ იქნებოდა ესეთი სიტუაცია
ფიფია რომელიმე რაგბის გუნდი აიყვანე, დამიჯერე მომავლის სპორტია და არ წააგებ!!! ამ პიჟონ და ზარმაც სპორტსმენებს მაინც ჯბიან რაგბისტები, ცულ ცოტა თავმოყვარეობით!!!...
დინამო თბილისს-ეს არის უმაღლესი დონის არაპროფესიონალიზმი, საბავშვო ბაღი, გულშემატკივრის უპატივცემულობა, მე მომხრე ვარ დაისაჯოს ამისთვის დინამო, ფულადი ჯარიმა და მინუს 3 ქულა... ხალხს პატივისცემა ჭირდება... ორღობეში ძმაკაცების თამაშია თუ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა?!
მართლაც და მოვდღან თქვენი ჩემპიონატი! სწორს შვრება ყიფიანი და სპორტის სამინისტრო როცა რაგბს უსამმაგებს დაფინანსებას ხოლო ამ უმაქნისებს დაპირებებით "კვებავს". აბა, წარმოიდგინეთ იგივე სურათი რაც ზემოთ მოხდა (ე.წ. "გოლით ვალის დაბრუნება") პრემიერ-ლიგაში ან სხვა წამყვან ჩემპში რომ მოხდარიყო რა ამბავი ატყდებოდა! ამათ თამაშს არც ფეხბურთი ეთქმის, არც ბრძოლა და არც თავდადება. სირბილის ნაცვლად ხოხვა და სვარკაა ამ უნიათო "სპექტაკლი"-ს შემოქმედება
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
vashla
თქვენი გუნდი ხო ბრდღვინავს რა
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
რა პირი აიმყრალე, რა გჭირს?.... სხვა სალაპარაკო არ გაქვს???
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
გადახალისებული დინამო რას ქვია ???? ან გადაუხალისებელი დინამო რომელია ???
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ისე დინამო-სიონის თამაშზე რაღაც უცნაური გოლები გავიდა. მსაჯი კიდევ 1 საათი ფეხბურთელებს ურჩევდა გოლი უნდა ჩათვლილიყო თუ არა
წადი ჟვანია
fc.chikhura
ჩიხურას ფანო შენ თუ დინამოზე მაგას ამბობ. შენ გუნდზე რაღა უნდა ვთქვა? დღეს ორივე გუნდში დაცვა სკვაზნიაკი იყო. სპარტაკს კიდევ მეკარე არ ყავს
დაიწყეთ ეხლა გაყიდულია მიცემულია გარიგებულიაო კაით რა მართლა გეყოთ რატო გიჭირთ სიმართლის თქმა ყოველთვის, სიონმა დაიმსახურა და მოიგო!!!!!!!!!!!!!!
ტორპედოში მოყავთ უკრაინელი კარატისტი!!! საღოლ მიხიჩ
DDD იმენა ზირფესვიანად შეისწავლა ტორპედოს პრობლემები 
ეგ კარგი აზრია...ყველა გუნდს წირდება კარატისტი,კუნგფუ და უფრო ალბათ სუმისტი!აი სუმოისტი ფაიზაღი საჭიროა....
ისე ხიდეშელის მაგივრად ქეცბას გველესიანისთვის დაეძახა
))
lasha.qobalia ყველაზე კარგი შემადგენლობა სახელებით კი თორე როგორი სახელებიც არის ისეთი თამაშის ხარისხი არ აქვთ
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
ბურდულს და სიონს საღოლ ამ გუნდიდან მართლა არ ველოდი ასეთ შედეგს გამოჩნდა ბურდულის ნიჭი წარმატებები ლადო
არა სიონი და ბურდული ზოგადად კარგ შთაბეჭდილებას რომ ტოვებენ ფაქტია
)
რა ნიჭი კაცო დინამომ იყომარა
არ მჯერა
აპა დინამოს რო არ ეყომარა ისე რას მოიგებდა სიონი :PFFF
ფიფია რომ ბოდავს არა საჭირო მაგარი ფეხბურტელების მოყვანაო რადგან დაბალი დონეაო აქ და ისედაც ადვილად მოვიგებთო და კონკურენტი არ გვეყოლებაო..გაახილოს თვალები და კარგად ნახოს რომ არცესეა საქმე მას რომ გონია.დინამოს არავისზე უკეტესი ფეხბურტელები არ ყავს და მას საგრძნობად ჭირდება გაძლიერება ............
დინამოს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ყველა გუნდზე კარგი შემადგენლობა ყავს
) ეს ისე უბრალოდ
)
ეჰ რომან რომან რა ტყუილად გადაგიყრია მილიონები
ტყუილად არიქნებოდა გადაყრილი თუ ფულს მისცემდა უფრო მაღალი დონის ფეხბურთელებს და უკეტესები ითამაშებდნენ დინამოში ,ამიტ დონეც აიწევს
ეს დინამო თუ გახდა ჩემპიონი დაერხათ მაგარი ლიგაზე.ამას ჩვენი ვალეტაც მოუგებს ოვონიკოკოთ
D: D: D
ჩემპიონი ზესტაფონი უნდა გახდეს, კველაზე კარგი გუნდი ჩანს.
დღეს ვუყურე დინამო_სიონს დინამო თუ ამ თამაშით ევროპა ლიგაზე გასვლას აპირებს,არვიცი ძაან ოცნებობენ მგონი! !!!
შედეგს თავი დავანებოთ კაცო თამაშს ხარისხი 0 იყო
)) მოეყვანა დარასელია არაფერის არ შლიდა ხელს დავიჯერო ამაზე უკეთესად არ ათმაშებდა გუნდს?!
დინამო თუ აგებს ჩემპიონატში ან სპარინგზე მიზეზი სულ გადახალისებული შემადგენლობა იყოო იწერება კარგით რა
21:11 | 26.02.2014
arturi-baierni
არა ძმაო ვერ გამიგე მე იმას კი არ ვამბობ ხო დიანმო ძლიერი და თამაშს არ წააგებთქო მარა იმენა ეს თამაში მიცემულია არ უნდა ბევრი ბაზარი
რატომ ამბობ რო მიცემულია თამაში?რა ვინმეზე უკეთესი ფეხბურთელები ყაავს თუ?დინამოში მოყავთ ისეთი იგროკები ვინც გუნდიდან დაითხოვეს და ან დაბერდნენ ან ტრამვა ქონდათ,ასე კი გუნდი არ კეთდება.გაიღოს ფიფიამ ფული და ისეთები მაინც უნდა მოიყვანოს რომ აქ სიონის დონის გუნდებს მაინც უნდა უგებდეს(სიონს ამ სიტყვებით არ ვაკნინებ)თუ უნდა მინიმუმ უეფაზე მაინც გავიდეს
არა ძმაო მე არ მჯერა ამ თამაშის მიცემის უბრალოდ დღეს დავინახეთ თუ რა მდგომარეობაშია დინამო დღევანდელ დღეს
lasha.qobalia
ესე დარწმუნებით რო ამბობ გაყიდესო, იცი რამე ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით? ისე ვერ წაგებდა დინამო? დაუმარცხებელი გუნდია?
რა შუაშია ძმაოოოო..ვინ თქმა რო დაუმარცხებელია მე ამ კონკრეტულ მატჩზე ამქ საუბარი
2 გოლი 5 მეტრიდან გაუტანია :დ მესამე ვაბშე ცარიელ კარში...იმსახურებს კაცი ნაკრებს :დ
)))
კურიოზი როგორ მოხდა თუ შეგიძლია რომ მითხრა დინამოს მატჩზე
რა გადახალისებული მოკლედ როგორ მოუძებნონ დინამოს მარცხს მიზეზი არ იციან
მარცხის მიზეზი თუ გაინტერესებს მატჩის გაყიდვაა
)
ვინ გაყიდა ? ჟვანიამ ?
კაი რა უფრო სწორი დაკვნა იქნება ძმა ჯერ გუნდი არ არის შეთამაშებული
არ მესმის იმ ხალხის რომ ამბობენ ლიდერმა თუ ვერ მოიგო თამაში გაყიდა იყომარა რატომ ისე არ შეიძლება რომ ვერ მოიგოს ყველა თამაშს უმაღლეს დონეზე ვერ ჩაატარებ რაც არ უნდა ძლიერი გუნდი იყო
საბანაძე ფონიავა ნაკრებში
გაჭირვების დროს კი
კაი რა ნაკრები ვიცი მე საბანაძეს თამაში რაც არის ნაკრებამდე მაგ კაცს ძალიან ბევრი უკლია
ფონიავა???
საბანაძემ კარგად თუ ითამაშა დარჩენილი სეზონი საფხულში ამხანაგურში შანსის მიცემა შეიძლება
დინამოს გამოცდილი სპეციალისტი ჭირდება ვინმე
რანიერის აგდებენ მონაკოდან და მოიყვანენ ჟვანია ბარსაში მიდის ან შეძლება მარტინო ჟვანიას გაცვლა მოხდეს ბარსა კიდე ერთ 10 მილიონს დაუმატებს
რა იყო ხუმრობა არ გევასათ ბიჭებო

ჟვანია გვეკაიფები???? იანსეზე საზიზღრად არავის არ უთამაშია არც პირველი და არც მეორე ტაიმი რა კარგად გამოიყურებოდაო თვალებთანაც პრობლემები აქვს ამ კაცს მგონი
ჟვანიაააა აიტ აიტ აიტ
ხიდეშელი რატო დგას ძირითადში?!ან ნაკრებში რატო დაუძახა ქეცბამ?! ეგ არის სუფთა სკამის კაცი!! უაზრო შეცდომა დაუშვა და გუნდმაც წააგო..
რაც არ უნდა იყოს ჩემი აზრით ცოტა დრო უნდა მისცენ კიდე