ბაქოს "ინტერი" კვლავაც ავსტრიულ შეკრებაზეა და გადაწყვეტილია, რომ კლუბი ალექსანდრე იაშვილსა და მიკელ ალვაროს გაუფორმებს ხელშეკრულებას. 35 წლის იაშვილი ბოლოს, გეცოდინებათ, გერმანულ "ბოხუმში" გახლდათ, ხოლო ესპანელი ალვარო ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
27 ივნისს კახა ცხადაძის გაწვრთნილი "ინტერი" ამხანაგურ მატჩში მახაჩყალის "ანჟის" შეხვდება. ევროპის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე კი ბაქოელთა მეტოქე ფინური "მარიეჰამნი" იქნება.