ლანჩხუთის "გურიას" დავით მახარაძე გაწვრთნის – "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. როგორც იცით, იყო საუბარი, რომ "გურიაში" გიგლა იმნაძე დაინიშნებოდა მწვრთნელად, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მახარაძეზე შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ მახარაძე გულახდილად გვესაუბრა "გურიას" პრობლემებზე, რაც მიმდინარე სეზონის განმავლობაში მძიმედ აწვებოდა გუნდს.
"გურია", სავარაუდოდ, ერთ კვირაში შეიკრიბება. 15 იანვრამდე კი კლუბის პერსონალის მიმართ დავალიანების გასტუმრებას ელიან. როგორც სხვა ქართული კლუბებისა, ასევე ლანჩხუთელთა შემადგენლობაშიც მოსალოდნელია ცვლილებები, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება – დღესდღეობით, კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელზე გადაწყვეტილება არაა მიღებული.
აქვე შეგახსენებთ, რომ "გურიამ" სეზონი მახარაძის თავკაცობით დაიწყო და არაერთი თამაშიც მოიგო. გუნდი მესამე პოზიციაზე იყო. შემდეგ უკრაინელი რომან პოკორა დაინიშნა, ხოლო მახარაძე მის თანაშემწედ დააყენეს. პოკორა კი დეკემბერში გაუშვეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რავი გურიაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ აი სპონსორიო ესო ისო და ჰაა ბოლოს წვალობენ მაინც
stripslashes((strlen('http://buxebi.at.ua/')>0?'http://buxebi.at.ua/':'http://buxebi.at.ua/')) აქ არის ახსნილი დეტალურად ვიდეომასალებითაც და სქრინებითაც bux საიტზე რეგისტრაცია აქ ჩამოთვლილია ყველაზე სანდო საიტები
ვნახოთ რა იქნება იმედია განაგრძობს გურია კარგი ფეხბურთის თამაშს
თუ შეინარჩუნეს ის ბირთვი და ცოტა მოდზლიერდენ სჰეილება რამეს გამოკრან ხელი
დასაწყისი ნამდვილად კარგი ქონდა
იმედია აცლიან ამ კაცს მუშაობას.
ოფიციალურად - ძოძუაშვილი ტორპედოს მთავარი მწვრთნელია!
დიახ, რევაზ ძოძუაშვილი ს.კ. ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელია. მისი პირველი თხოვნა არის, რომ ხვალ 11:00 საათზე მობრძანდეთ ქუთაისის საღორიის ბაზაზე, სადაც ჩვენი კლუბი პირველ ვარჯიშს ჩაატარებს ახალი მწვრთნელი ხელმძღვანელობით. დასწრება შეეძლება ნებიმიერ მსურველს. გელოდებით ყველას!
ვის უნდა ჩაუტაროს ვარჯიში?
აბდლები