ფეხბურთი

13:40 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“გაბალას” კაპიტანი: “ცხადაძეს გუნდიდან არ გაუგდივარ”

აზერბაიჯანული “გაბალას” კაპიტანმა ვლადიმერ ლევინმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბაქოს “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გუნდიდან ცუდი თამაშისთვის დაითხოვა.

“ინტერიდან” “გაბალაში” ჩემი გადასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ეს კახა ცხადაძეს არანაირად არ უკავშირდება. ვინ ამბობს, რომ საგანგებოდ სუსტად ვთამაშობდი და ამიტომ, ცხადაძემ გამაგდო? ეს რომელმა გიჟმა მოიგონა? მსგავსი რამის კომენტირება არ მსურს” – იუწყება ლევინის სიტყვებს ინტერნეტგამოცემა azerifootball.com-ი.

0.089421