ფეხბურთი

18:30 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის უეფას თასზე “იბერია სტარის” მეტოქეები ცნობილია

ფუტსალის უეფას თასის ძირითად ეტაპზე, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “იბერია სტარი” მე-2 ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ლატვიის “ნიკარსი”, ბულგარეთის “გრანდ პრო” და პოლონეთის “რეკორდი” მოხვდნენ.

ჯგუფის მასპინძელი რიგის “ნიკარსია”. მატჩები ლატვიის დედაქალაქში 2-5 ოქტომბერს ჩატარდება. ძირითად ეტაპზე სულ 6 ჯგუფია და ელიტ რაუნდში ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები მოხვდებიან, სადაც მათ რეიტინგის ლიდერები ესპანეთის “ბარსელონა”, ყაზახეთის “ქაირათი”, აზერბაიჯანის “არაზი” და პორტუგალიის “სპორტინგი” გამოდიან.

ელიტ რაუნდის კენჭისყრის შემდეგ, 16 გუნდი 4 ჯგუფში გადანაწილდება. ელიტ რაუნდის მატჩები 18-23 ნოემბერს ჩატარდება და საუკეთესო 4 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ. ეს უკანასკნელი მომავალი წლის აპრილის ბოლოს ჩატარდება და მასპინძელი 4 გუნდიდან ერთ-ერთი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ “იბერია სტარი” ერთადერთი გუნდია, რომელსაც უეფას ფუტსალის თასის განვლილ 14 გათამაშებაში უასპარეზია. 2013 წელს თბილისურმა კლუბმა ფინალურ ოთხთა ტურნირს უმასპინძლა.

0.141943