ფეხბურთი

10:33 | 27.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის “ბარსელონამ” გამარჯვება ვილანოვას მიუძღვნა

 

ბაქოში დამთავრდა ფუტსალის უეფას თასის მორიგი გათამაშება. ფინალში კატალონიელებმა მოსკოვის “დინამოს” დამატებით დროში 5:2 მოუგეს. საინტერესოა, რომ მოსკოველებმა ზედიზედ მესამე ფინალი წააგეს. გადამწყვეტი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო ახლახან გარდაცვლილი “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას პატივსაცემად. თამაშის შემდეგ კი ბარსელონას მოთამაშეებმა თქვეს, რომ ამ გამარჯვებას ტიტოს უძღვნიან.

მესამე ადგილისთვის მატჩში აზერბაიჯანულმა “არაზმა” ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულ “კაირატს” 6:4 მოუგო. შეგახსენებთ, რომ შარშან აპრილში ანალოგიური ოთხთა ფინალი თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელშიც ჩვენი “იბერია სტარიც” მონაწილეობდა.

0.105563