ჭიდაობა

18:52 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფუტკარაძე მსოფლიოს ხალიჩაზე ერთხელ გავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა წარუმატებლად დაიწყო. დღეს, ბუდაპეშტში, ხალიჩა მხოლოდ 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავეებს დაეთმოთ. ჯერ წინასწარი ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს, მაგრამ ქართველთათვის დღე უკვე დასრულებულია.

ოთარ ტატიშვილის გუნდის უმსუბუქესი წევრი ბაჩანა ფუტკარაძე, სადებიუტო მსოფლიოს პირველობას მოუგებლად დაემშვიდობა – შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და ეგვიპტელ ჰაითემ აჰმედ ფაჰმი მაჰმუდთან უშანსოდ წააგო (0:8). ეს უკანასკნელი კი, მერვედფინალს ვერ გასცდა და ფუტკარაძეს ბრინჯაოს გზაც ჩაუკეტა.

ხვალ, ჩემპიონ-პრიზიორები 60, 84 და 96 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით რევაზ ლაშხი (60 კგ), გიორგი ცირეკიძე (84 კგ) და ვასილ იმერლიშვილი (96 კგ) იჭიდავებენ.

0.129216