ფეხბურთი

14:21 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფულემს” დაფი დაუშავდა

 

ლონდონის “ფულემის” ნახევარმცველ დამიენ დაფისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. 35 წლის ირლანდიელმა მუხლის ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ოპერაცია დასჭირდება.

დაფსა და “ფულემს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა ზაფხულში ეწურება და შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, ნახევარმცველმა კლუბის მაისური აღარც მოირგოს. მიმდინარე სეზონში დამიენ დაფმა 18 თამაში ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

0.115229