“ფულემმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ 30 წლის ჰოლანდიელი კიპერი მაარტენ სტეკელენბურგი კარიერას ინგლისურ გუნდში განაგრძობს.
სტეკელენბურგმა “ფულემთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური ინფორმაციით, “რომა” ჰოლანდიელი მეკარის სანაცვლოდ 4 მილიონ ფუნტს მიიღებს.
სტეკელენბურგი “რომაში” ბოლო 2 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ჰოლანდიელმა იტალიური გუნდის ღირსება 54-ჯერ დაიცვა.