შვეიცარიული “ბაზელისთვის” მშობლიური “სენტ იაკობ პარკის” ცარიელ ტრიბუნებს ხელი არ შეუშლია, რათა “ვალენსია” გამწარებული გაეშვა სახლში. 3:0 – მართალია, “ბაზელი” ბოლო წლებში მუდმივად ამტკიცებს სიძლიერეს, მაგრამ ასეთი ანგარიში ნაკლებად მოსალოდნელი იყო.
არგენტინელმა დელგადომ პირველ ტაიმში, ოთხწუთიან მონაკვეთში ჯერ შორიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა, შემდეგ კი ვალენტინ შტოკერის ჩაწოდებულს მიარტყა ფეხი და დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში “ღამურები” უტევდნენ, თუმცა მურატ იაკინის გუნდი ორგანიზებულად იცავდა თავს და ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე შტოკერმა პირისპირ გასვლისას მეკარეს ოსტატურად გადაუგდო ბურთი თავზე. ვალენსიელთა მცველმა ბარაგანმა ისე მიაცილა შტოკერი მეკარემდე, გეგონება, მას ყვავილების თაიგული მიჰქონდა.
ევროპის ლიგის უპირველესმა ფავორიტმა “იუვენტუსმა” ლიონში 1:0 იმარჯვა. 85-ე წუთი იყო, როცა მეტოქის საჯარიმოში არეულობისას ლეონარდო ბონუჩიმ იმარჯვა და ძლიერი დარტყმით გაიტანა. მთლიანობაში, “იუვემ” მეტოქეზე უკეთ ითამაშა (გაუჭირდებოდა...), შედარებით მეტი საგოლე მომენტი ჰქონდა და გამარჯვებაც დაიმსახურა.
ბონუჩის მსგავსად, ასევე მცველი გამოდგა გადამწყვეტი გოლის ავტორი “პორტუ”-“სევილიის” შეხვედრაში. ელიაკიმ მანგალამ მარცხნიდან ჩაწოდებულ ბურთს ლამაზი თავური შეაგება და პორტუგალიელებმა 1:0 იმარჯვეს, თუმცა სევილიაში ძალიან გაუჭირდებათ: ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდებათ – საყრდენი ფერნანდო და შემტევი ჯექსონ მარტინესი.
ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა შარშანდელმა ფინალისტმა “ბენფიკამ”, რომელმაც ედუარდო სალვიოს გოლით გასვლაზე აჯობა “ალკმაარს”. ჰოლანდიელთა მეკარემ ოსკარ კარდოზოს დარტყმული კი მოიგერია, მაგრამ სალვიომ დამატებაზე რთული პოზიციიდან მოახერხა გატანა.
მოკლედ, ორივე პორტუგალიურმა კლუბმა მოიგო, აი, ესპანელებმა კი – პირიქით.
ევროპის ლიგა. მეოთხედფინალის პირველი მატჩები
ალკმაარი (ჰოლანდია) – ბენფიკა (პორტუგალია) 0:1 (0;0)
ალკმაარი: ესტებანი, გუველიუვი, მატიას იოჰანსონი, პოულსენი (გუდმუნდსონი 50), ვიერგევე, ბერგეისი, ელმი, გუდელი (ჰენრიქსენი 80), ორტისი, ბერენსი, არონ იოჰანსონი.
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი.
ბენფიკა: არტური, მაქსი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი.
გოლი: 0:1 სალვიო (48)
გაფრთხილება: გაიტანი (61), არონ იოჰანსონი (77), სიკუერა (88), სალვიო (90+1), მაქსი
ბაზელი (შვეიცარია) – ვალენსია (ესპანეთი) 3:0 (2:0)
ბაზელი: სომერი, საურო, ალი, ფილიპ დეგენი (ფრაი 46), შარი (ემბოლო 72), დავიდ დეგენი, დელგადო (ელნენი 58), დიასი, დიე, სტოკერი, ჯაკა.
მწვრთნელი: მურატ იაკინი.
ვალენსია: გუაიტა, ჟოაო პერეირა, სენდეროსი (ბარაგანი 22), მატიე, ბერნატი, კეიტა, ფედე (პიატი 70), პარეხო, ფეგული, პაკო ალკასერი, ვარგასი.
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი.
გოლები: 1:0, 2:0 დელგადო (34, 38), 3:0 შტოკერი (90+1)
გაფრთხილება: დიე (13), სენდეროსი (19), ემბოლო (76)
პორტუ (პორტუგალია) – სევილია (ესპანეთი) 1:0 (1:0)
პორტუ: ფაბიანო, დანილო, რეიესი, მანგალა, ალექს სანდრო, კარლოს ედუარდო (კინტერო 57), ფერნანდო, დუფერი (ერერა 70), კვარეჟმა, ჯექსონ მარტინესი, ვარელა (გილასი 77).
მწვრთნელი: ლუიშ კასტრო.
სევილია: ბეტუ, პარეხა, ფ.ნავარო, კარისო,
მწვრთნელი: უნაი ემერი.
გოლი: 1:0 მანგალა (31)
გაფრთხილება:
გაძევება: ფერნანდო (87)
ლიონი (საფრანგეთი) – იუვენტუსი (იტალია) 0:1 (0:0)
ლიონი: ანტონიო ლოპესი, იუმტიტი, ფერი, ბაქარი კონე, ბედიმო, გონალონი, მალბრანკი (ფეკირი 86), მვუემბა, ტოლისო, ლაკაზეტი (გომისი 76), ბრიანი (ნჟი 89).
მწვრთნელი: რემი გარდი.
იუვენტუსი: ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პოგბა, ისლა (ლიხშტაინერი 78), ასამოა, პირლო, მარკიზიო, ტევესი (ვუჩინიჩი 55), ოსვალდო (ჯოვინკო 62).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
გოლი: 0:1 ბონუჩი (85)
გაფრთხილება: ტოლისო (41), ლოპესი (68), ჯოვინკო (68), ვუჩინიჩი (90)