სხვა

14:39 | 23.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფრენბურთელები პრესტიჟულ ტურნირში ითამაშებენ

საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები (1997-1998 წლებში დაბადებულები), ევროპის ახალგაზრდული ფესტივალისათვის მზადებას იწყებს, რომელიც 2015 წელს, თბილისში გაიმართება. საქართველოს ფრენბურთის ფედერაციამ აქტიურად დაიწყო ტურნირების მოძიება და რამდენიმე შემოთავაზებაც მიიღო. გადაწყდა, აპრილში ნაკრები მონაწილეობას დიდ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს, რომელიც ანკარაში გაიმართება.
“ეს ტურნირი გოგონებისთვის პირველი დიდი გამოცდა იქნება. გუნდი ამ ტურნირისათვის შეიკრიბება და იმედია, დარჩენილ დროში კარგად მოემზადება. ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მატჩები ჩავატაროთ, რათა გოგონებმა გამოცდილება მიიღონ. ანკარის ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია და 12 ნაკრები ითამაშებს.
თავად განსაჯეთ, მასპინძლებისა და ჩვენს გარდა, მონაწილეობას მიიღებენ იაპონიის, ჰოლანდიის, ჩინეთის, ბულგარეთის, ფინეთის, კორეის, ალბანეთის, საბერძნეთის, აშშ-სა და გერმანიის ნაკრებები. მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენი გოგონები ბევრ თამაშს გამართავენ, რაც ახლად ჩამოყალიბებული ნაკრებისათვის, თავისთავად, ძალზე მნიშვნელოვანია” – განაცხადა საქარველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან ახვლედიანმა.

 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097461