ფეხბურთი

17:37 | 9.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრედი: “ბრაზილია 100%-ით მზად არაა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ფრედი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 100%-ით მზად არაა და იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ამერიკელები სათანადო ფორმაში ტურნირის მსვლელობისას შევლენ.

“არ შეიძლება ხალხი მოვატყუოთ და ვთქვათ, რომ გუნდი 100%-ით მზადაა, რადგან ეს ასე არაა.

ბრაზილია კარგ ფორმაშია, მაგრამ პირველი თამაშის შემდეგ, ტურნირის განმავლობაში, პროგრესი გვმართებს.

ორკვირიანი პროდუქტიული მზადება გავიარეთ, მაგრამ გვქონდა შეცდომებიც, რომლებიც უნდა გამოვასწოროთ.” – ციტირებს ფრედის სიტყვებს Goal-ი.

თეგებიფრედი
0.113002