ფეხბურთი

22:30 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრე, ლამაზი გოლები და შერიგება

საქართველოს XXIV ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრებს კლიმატური პირობების გამო გადადება დაემუქრა და ზოგიერთი მათგანი ერთი დღით გადაიდო კიდეც.  ზემო იმერულ დერბის, რომელსაც სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეროვნული პირველობის სხვა მატჩებისაგან განსხვავებით ჩაშლა არ დამუქრებია. საღამოს დანიშნული პაექრობა, ზესტაფონის მესვეურთა დამსახურებით შედგა ჩინებულ საფეხბურთო არენაზე. “დავით აბაშიძე”, სტადიონის მომსახურე პერსონალის და ფირმა “LAWNS OF GEORGIA”-ს გარჯის წყალობით, კარგ მდგომარეობაში შეხვდა საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრას. არადა, დღეს დილით ზესტაფონში თოვლის საფარი იმხელა იყო, თამაში თუ ჩატარდებოდა ვერავინ წარმოიდგენდა.

დაბალი ტემპერატურის და სიცივის მიუხედავად, შეხვედრა ზესტაფონში საკმაოდ ნორმალურ ტემპში დაიწყო. ბოლო მატჩების მსგავსად, მასპინძლები შესუსტებული შემადგენლობით და მთავარი მწვრთნელის გარეშე ასპარეზობდნენ. მოგეხსენებათ, გია გეგუჩაძე პროლიცენზიის გასახანგრძლივებლად უკრაინაში იმყოფება, ხოლო ქობალიას, კანდელაკს, ადამიას და იელიჩს ტრამვები აწუხებთ, ხოლო შარიქაძემ წინა ტურში რუსთავის “მეტალურგთან” შეხვედრაში მესამე ყვითელი მიიღო და ავტომატურად ტოვებდა დღევანდელ შეხვედრას. სადებიუტო წუთებში გაცილებით მხნედ და აქტიურად სტუმრები გამოიყურებოდნენ. ისინი უფრო მეტს მოძრაობდნენ და შეტევების წამოწყებასაც ცდილობდნენ. თავიდან იყო რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება ფეროელთა საჯარიმოში, რომელიც კარში დარტყმით არ დასრულებულა. შემდეგ ფორვარდების დასახმარებლად წინ წასულ ლაშა ჭელიძეს მიეცა შანსი, მაგრამ “ჩიხურას” მცველს დარტყმა არ გამოუვიდა და როინ კვასხვაძეც იოლად დაეუფლა ბურთს. პირველი რეალური ჩართვა თამაშში მასპინძელთა კიპერს მე-16 წუთზე მოუწია, როდესაც გაბედავას მიერ დაახლოებით 25 მეტრიდან შესრულებული საჯარიმო დარტყმა ნახტომში გაჭირვებით უკუაგდო.

ნელნელა ზესტაფონელებმა სიტუაცია გამოასწორეს და თამაშიც გათანაბრდა. მათი მხრიდანაც იყო რამდენიმე სახიფათო ჩაწოდება, მაგრამ არცერთი მათგანი კარში დარტყმით არ დასრულებულა. 26-ე წუთზე კი ზესტაფონელებს სტუმართა კონტრშეტევა გაეპარათ, რომლის დროსაც ჩინებულად გაისარჯა “ჩიხურას” შემადგენლობაში ყველაზე აქტიური გაბედავა. საჩხერელთა შემტევმა გონივრული მოძრაობით ჩამოიშორა მეურვე და ძალიან კარგად, მოჭრილად დაარტყა. ფეროელთა იღბლად ბურთი მცირედით აცდა მათ კარს, თორემ როინ კვასხვაძე აშკარად ვეღარ უშველიდა თანაგუნდელებს.

ძალზე ინერტული მატჩის პირველ ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი 36-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ჭანკოტაძემ დაახლოებით 27 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და რევაზ თევდორაძის ნახტომი ამაო გამოდგა, მაგრამ საჩხერლებს მშველელად ხარიხა მოევლინათ და მათ კართან ხიფათიც განიმუხტა, რადგანაც დამატებაზე ზესტაფონელთაგან აღარავინ აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს აშკარა უპირატესობა მასპინძელთა მხარეს იყო. ზესტაფონელები გაცილებით მეტს აქტიურობდნენ მოწინააღმდეგის ნახევარზე, მაგრამ რეალური ხიფათის შექმნა მაინც ვერ მოახერხეს და საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა. ისე, “ზესტაფონისათვის” ერთი მეტად უსიამოვნო ამბავიც მოხდა 34-ე წუთზე, როდესაც არბიტრმა წაკინკლავების მიზეზით საჩხერელ დეკანოიძეს და მასპინძელთა ცენტრალურ მცველს რენე ფერეირას ყვითელი ბარათი უჩვენა. მასპინძელთა ბრაზილიელი ლეგიონერისათვის ეს იმის მანიშნებელია, რომ იგი გამოტოვებს პაექრობას შემდეგ ტურში გორის “დილას” წინააღმდეგ. არადა, ამ მომენტში რენე ფერეირას მხრიდან არავითარ აგრესიას და უხეშობას ადგილი არ ჰქონია.       

მეორე ტაიმი ისევ ზესტაფონელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა გოლი საჩხერელებმა გაიტანეს. გოლამდე ზესტაფონელებმა სტანდარტული გაათამაშეს, რომელიც სახიფათო ჩაწოდებით და “ჩიხურას” კიპერის რევაზ თევდორაძის მინი-ტრამვით დასრულდა. 48-ე წუთზე კი სტუმართა სწრაფი გადასვლა მოწინააღმდეგის ნახევარზე გატანილი გოლით დასრულდა. საჩხერელებმა რამდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის დასკვნით აკორდში გადამწყვეტი როლი ტატანაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ შეასრულეს. სტუმართა ცენტრფორვარდმა  იდეალური გადაცემა გაუკეთა ნიკა კვასხვაძეს, რომელიც საკუთარ ძმასთან როინ კვასხვაძესთან პირისპირ აღმოჩნდა. ნიკამ ბოძებული შანსი პირნათლად გამოიყენა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა – 0:1.

დაწინაურების შემდეგ მცირე ხნით უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ, რომლებმაც რამდენიმეჯერ დაარტყეს ზესტაფონელთა კარის მიმართულებით, თუმცა როინ კვასხვაძე დამაჯერებელი იყო და მას არ უჭირდა ამ ბურთების გაუვნებელყოფა. 62-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს  ჭანტურიშვილის დიდებული გოლის წყალობით. ზესტაფონელთა ნახევარმცველმა ბურთი სანდრო გურულისაგან მიიღო მეტოქის საჯარიმოსგან მოშორებით. ჭანტურიშვილმა ბურთი ერთი შეხებით გაისწორა და ძლიერადაც “დააქუხა”. ბურთი იმ მიმართულებით და სისწრაფით წავიდა, როგორც მასპინძლებს და მის ერთგულ ქომაგებს სურდათ. რევაზ თევდორაძის ნახტომი ამაო გამოდგა. მართალია, საჩხერელთა კიპერი ბურთს შეეხო, მაგრამ მისი უკუგდება ვეღარ შეძლო. გოლი ძალიან ლამაზი და თვალსასეირო გამოდგა, თევდორაძეს კი ამ გოლში ვერ დავადანაშაულებთ, რადგანაც მას წინ თანაგუნდელები ედგნენ და იგი ფაქტობრივად დარტყმულ ბურთს ვერ ხედავდა – 1:1.

წონასწორობის აღდგენის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და მეტი ძალებით სცადეს შეტევა, თუმცა თავის მხრივ საჩხერელები საკუთარ საჯარიმოს საიმედოდ იცავდნენ და შესაბამისად მეტოქესაც არ აძლევდნენ შანსს სახიფათო მომენტების შესაქმნელად. მიუხედავად იმისა, რომ წონასწორობის აღდგენის შემდეგ შეხვედრის დასრულებამდე საკმაო დრო იყო, ზესტაფონელებმა მხოლოდ ერთხელ შეძლეს  რევაზ თევდორაძის შეწუხება, როდესაც გაგოშიძის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ სარდალიშვილმა თავური დაარტყა და მეკარემ ნახტომში აიღო ბურთი.  

მატჩის ეპილოგში იყო მცდელობები, განსაკუთრებით მასპინძელთა მხრიდან გაემწვავებინათ თამაში მოწინაღმდეგის საჯარიმოსთან, მაგრამ “ჩიხურას” ფეხბურთელების საიმედო გარჯის წყალობით საჩხერელებმა დამსახურებულ ფრეს და ქულას მშვიდად მიაღწიეს.   

დასასრულს ერთი სასიამოვნო ფაქტის შესახებაც უნდა ვთქვათ. მთელი მატჩის განმავლობაში, მასპინძელთა ქომაგები არასასიამოვნო შეძახილებით სკანდირებდენ სტუმართა ნახევარმცველის გიგა ბეჭვაიას გვარს. მიზეზი, როგორც გაირკვა ის ინციდენტი ყოფილა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარა ამხანაგური მატჩისას ფეხბურთელსა და ერთ-ერთ ქომაგს შორის. “ზესტაფონის” ვეტერანი ზაზა გურიელიძის ჩარევით მატჩის ბოლოს მოხდა შერიგება. ბეჭვაია მივიდა “ზესტაფონის” ქომაგებთან და მოიბოდიშა, საპასუხოდ მაყურებლებმა ტაში დაუკრეს ფეხბურთელს საქციელისათვის და კარგი თამაშისათვის. მთლიანობაში, ასეთი ჟესტი ორივე მხრიდან, უპირველესად კი ფეხბურთელის მხრიდან მისასალმებელი ფაქტია, რადგანაც ყველა დაგვერწმუნება, რომ სტადიონზე სჯობს აპლოდისმენტები ისმოდეს, ვიდრე გინება.              

“ზესტაფონი” - “ჩიხურა” 1:1 (0:0) 

4 დეკემბერი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 1200 მაყურებელი

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, რენე ფერეირა, აჯურუ, ჭანტურიშვილი (კუტალია, 72), ჭანკოტაძე, ენდელაძე (სარდალიშვილი, 59), ალექსანდრე გურული, საბა ლომია (სამუშია, 84).

მთავარი მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

“ჩიხურა”: თევდორაძე, გიორგი რეხვიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ქიმაძე, 90), ლაშა ჭელიძე, ბეჭვაია, კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკო კვასხვაძე (ჯიღაური, 79).

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 ნიკო კვასხვაძე (48), 1:1 ჭანტურიშვილი (62).    

გაფრთხილება: დეკანოიძე (34), რენე ფერეირა (34), ბეჭვაია (41).  

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე (სამტრედია).   


4 დეკემბერი

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი) 0:0

 

5 დეკემბერი

სიონი (ბოლნისი) – ზუგდიდი

5 დეკემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ს. სპიცინი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

5 დეკემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 14:00

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ლ. თოდრია, კ. ტეფნაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში – 0:3

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი)

5 დეკემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: დორინ გოგა (“დინამო”); კობა შალამბერიძე (“გურია”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:2

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

5 დეკემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: მათე ცინცაძე (“ტორპედო”); ლაშა ჩაფიძე (“სპარტაკი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

პირველ წრეში – 1:0


1     

დინამო (თბ)     

14          

10          

3          

1          

34:11          

33         

2

ჩიხურა      

15

9

3

3

31:21

30

3

გურია       

14

8

0

6

16:18

24

4

დილა       

15

6

5

4

20:14

23

5

მეტალურგი 

15

6

5

4

20:19

23

6

ზესტაფონი  

15

6

4

5

17:12

22

7

ტორპედო       

14

5

4

5

17:15

19

8

სიონი 

14

5

4

5

18:18

19

9

ვიტ ჯორჯია                                               

14

4

3

7

17:22

15

10

მერანი       

14

4

1

9

13:28

13

11

სპარტაკი   

14

3

1

10

11:23

10

12

ზუგდიდი   

14

1

5

8

5:19

8

 

 

მეგოლეები:

11 - დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)

9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”)

8 – დორინ გოგა (“დინამო”)

6 - ჩისკო (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)

4 – ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), თენგიზ ჩიკვილაძე (2, “გურია”) 

3 – ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

 

  შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა

0.182861