ფეხბურთი

19:07 | 3.11.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ფრე “დინამოს” აქტივში

მატჩის შემდეგ, “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა აღიარა, რომ ფრე მისი გუნდისთვის მოგების ტოლფასი იყო. ჩეხი სპეციალისტი გულწრფელობა მისასალმებელია, რადგან შექმნილი საგოლე მომენტების მხრივ “მეტალურგი” გამარჯვებასთან გაცილებით ახლოს იდგა. მეტიც, სტუმრებს რეალურად რუსთაველთა კარის აღების შანსი არც ჰქონიათ.

8-დღიან შუალედში, ჩემპიონატსა და თასზე “დინამომ” მე-3 თამაში ჩაატარა და გუნდს დაღლა ეტყობოდა. გარდა ამისა, თბილისელებს ტრავმირებული ჩისკო აკლდათ, ხოლო “დინამოელთა” კიდევ ერთ ლიდერს გიორგი მერებაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და მხოლოდ ბოლო 25 წუთი გაისარჯა. უჰრინმა ისიც აღნიშნა, რომ მის გუნდს “ფოლადის” ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში ტრადიციულად უჭირს.

მატჩის დაწყებიდან მცირე დრო იყო გასული, რომ ირაკლი ძარიას წამოწყებული შეტევა დორინ გოგამ გააგრძელა, რომლის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჯაბა დვალმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ ჩააწოდა, თუმცა ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

მოკლე ხანში, გოგი ფიფიამ ოსტატური პასით ბურთი რუსთაველთა მცველს თავს ზემოთ გადაუგდო და მეტოქის საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გიორგი ბერიაშვილი გაიყვანა, რომლის “ცაციამაც” არ ივარგა.

მე-11 წუთზე, დორინ გოგამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი მოწინააღმდეგის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას გივი კვარაცხელიამ აჯობა და მის მიერ თავით დარტყმული გრიგოლ ბედიაშვილმა გაანეიტრალა.

მე-16 წუთზე, “დინამოს” საჯარიმოში მყოფმა ბერიშვილმა ძალიან გამოზომილი გადაცემით გიორგი ლორიას შეატოვა გოგი ფიფია, რომელსაც ოდნავ კუთხეში რომ დაერტყა ანგარიში გაიხსნებოდა, მაგრამ სტუმართა მეკარეს ბურთი ვერ ააცილა.

23-ე წუთზე, ფიფიამ “დინამოს” საჯარიმოში გვერდი კვარაცხელიას აუარა და შორეულ კუთხეში დაარტყა, ხოლო ლორიამ ბურთი ხელებში მეორე ცდით დააფიქსირა.

25-ე წუთზე, უსტარიცმა თავის ნახევარზე ბურთი უწყინარ სიტუაციაში დაკარგა და სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი ბერიაშვილი კვარაცხელიასთან ორთაბრძოლაში წაიქცა, თუმცა რუსთაველთა მოთხოვნის მიუხედავად, მსაჯმა ლაშა სილაგავამ პენალტი არ დანიშნა.

36-ე წუთზე, რევაზ გეწაძემ მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, ბურთი “დინამოს” კართან ჩააწოდა, სადაც გამოსვლაზე ლორიამ არადამაჯერებლად ითამაშა, რადგან უსტარიცმა შეუშალა ხელი, ბერიაშვილმა კი, კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მარცხნიდან გეწაძემ კუთხური მოაწოდა და სერგი ორბელაძემ თავით უზუსტოდ დაარტყა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, რომ ლაშა ჯაფარიძემ ბურთი საჯარიმოდან ცუდად “ამოიტანა” და ვუომ შეუჩერებლად ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, ბერიაშვილი ორ თბილისელს გასცდა და საჯარიმოს გარედან “გაისროლა” – ლორიამ ბურთი გაჭირვებით მოიგერია, ხოლო გეწაძეს, რომელიც დამატებას ცდილობდა, დავით ხურცილავამ დაასწრო.

56-ე წუთზე, გოგამ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ორბელაძეს თავს ზემოთ გადაუგდო და მახვილი კუთხიდან ჩაწოდების ნაცვლად კარში სახიფათო დარტყმა გამოუვიდა – ბედიაშვილმა რუმინელ ლეგიონერს არ გაატანინა.

65-ე წუთზე, მარჯვნიდან ელგუჯა გრიგალაშვილის პასის მერე, ვუო დასწრებაზე ბურთს ვერ მისწვდა და ვერც შორეულ ძელთან მყოფმა ლევან ხმალაძემ დაარტყა.

68-ე წუთზე, მარცხნიდან მერებაშვილმა კუთხური შეასრულა და ბედიაშვილი კარიდან ცუდად გამოვიდა, რითაც უსტარიცმა ვერ ისარგებლა და თავით მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე, დავით კირკიტაძემ კარგად შეაყოლა ბურთი “დინამოს” საჯარიმოში გახსნილ ბერიაშვილს, რომლის დარტყმულს ფეხებში ვარდნით უსტარიცი გადაეფარა. საპასუხო იერიშის დროს, “მეტალურგის” საჯარიმოში ბურთი მერებაშვილმა მიიღო და ბედიაშვილს ახლო კუთხეში დაურტყა, მაგრამ “მეტალურგის” მეკარე ამისთვის მომზადებული აღმოჩნდა.

85-ე წუთზე, გიორგი ქავთარაძემ “დინამოს” საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა – ლორიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, თუმცა უმალვე მოახერხა მისი დაჭერა.

90-ე წუთზე, არბიტრმა ხელით თამაში დააფიქსირა გიორგი გავაშელიშვილზე, რომელიც მანამდე უხეშობისთვის გააფრთხილეს და “მეტალურგის” ცენტრალურ მცველს მეორე “ყვითელი” აჩვენა, რომელიც ავტომატურად “წითელში” გადაიზარდა. გავაშელიშვილი მომხდარმა ძალიან გააცხარა და ჯერ ხელი ჰკრა სილაგავას, ხოლო შემდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. საბოლოოდ, მსაჯს თანაგუნდელებმა გაარიდეს.

დუშან უჰრინი: “თავიდანვე ვიცოდი, რომ რთული მატჩი იქნებოდა. “მეტალურგის” მიერ ჩატარებული ბოლო თამაში ვნახე. ეს მოედნის საფარი ჩვენთვის მეტად უჩვეულოა. მასზე თამაში არ მიყვარს. ბოლოს, აქ რომ “მეტალურგთან” ვითამაშეთ 1:2 წავაგეთ. სიმართლე უნდა ითქვას, რომ კარგად არ გვითამაშია. ეს ერთი ქულა მოგების ტოლფასია. მერებაშვილს მცირე ტრავმა ჰქონდა და სასტარტოში ამიტომ არ იყო. “ზესტაფონთან” “ფორმაში” იქნება”.

გელა სანაია: “ამ მოედანზე თამაში არც ჩვენ გვიყვარს, რადგან ბუნებრივი საფარი უკეთესია. 3 ქულის აღებას ვიმსახურებდით, მაგრამ საგოლე მომენტების რეალიზება ვერ მოვახერხეთ. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ასეთი თამაში წინსვლის საწინდარია. მსაჯებზე კომენტარის გაკეთება ძნელია, მაგრამ უკეთეს მსაჯობას ვიმსახურებდით”.

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი) 0:0

3 ნოემბერი. რუსთავი. სტადიონი “ფოლადი”.

მეტალურგი: ბედიაშვილი, მახვილაძე (კ), ჯაფარიძე, ორბელაძე, გავაშელიშვილი, კირკიტაძე (დავით საჯაია, 90+1), გეწაძე, რაზმაძე, გურამ გურეშიძე, ბერიაშვილი (ტუღუში, 75), ფიფია (ქავთარაძე, 82).

მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია.

დინამო: ლორია, უსტარიცი, გივი კვარაცხელია, ხმალაძე (კ), კვირკველია, ხურცილავა, ელგუჯა გრიგალაშვილი (გლიშიჩი, 90), ძარია, გოგა, დვალი (ხოჭოლავა, 84), ვუო (მერებაშვილი, 66).

მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი (ჩეხეთი).

გაფრთხილება: ძარია (43), ჯაფარიძე (76), გავაშელიშვილი (86), გავაშელიშვილი (90).

გაძევება: გავაშელიშვილი (90).

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა.  

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (11), 2:0 დავით ბოლქვაძე (პენ 31), 3:0 ირაკლი მოდებაძე (პენ, 95) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლაშა ჩაფიძე (52), 2:0 თორნიკე თუხარელი (53), 2:1 ნიკოლოზ მაისურაძე (68), 3:1 კონსტანტინე ხიზანეიშვილი (88)

გაძევება: გიორგი მჭედლიშვილი (75, “ვიტ ჯორჯია”) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ვილი ისიანი (84) 

გაძევება: გიორგი პაჭკორია (59, “ზუგდიდი”) 

 

ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი) 0:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)

4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები არ არიან

მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)

 

1      დინამო (თბ)                                                         11      8      2      1      27:9      26     
2 ჩიხურა        10 6 1 3 23:18 19
3 ტორპედო     10 5 4 1 15:17  19
4 გურია        11 6 0 5 11:14 18
5 დილა             11 5 3 3 16:11 18
6 მეტალურგი   11 5 3 3 16:15 18
7 ზესტაფონი    11 4 3 4 12:8 15
8 მერანი                    11 4 0 7 12:25 12
9 ვიტ ჯორჯია  11 3 3 5 15:17 12
10 სიონი         11 2 4 5 11:15 10
11 სპარტაკი     11 2 1 8 8:16 7
12 ზუგდიდი                                                     11           1           4           6           5:16           7

 

მეგოლეები:

9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”) 

7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)

6 – დორინ გოგა (“დინამო”)

5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),

3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)

 

 შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა


კომენტარები (376)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:20 | 18.07.2014
araza-1918 (6330)

დინამოს ჩაკუკებით ყაზახეთი დაგვეწია 9,125 გვაქს ორივეს, მოლდავაც გვეწევა ეგება ზესტა ჩიხურამ გვიშველოს

09:53 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგებ

04:07 | 18.07.2014
maradonna (4306)

მიმოხილვას ვუყურე და საღოლ ზესტას ბევრი მომენტები ქონდათ ერთი მაინც გაეტანათ რა. ჩიხურას საღოლ 1.0 ვიგებთ სახში. ჩიხურა ჯგუფში გავა ისე 2 3 ლეგიონერი არ აწყენდათ

09:53 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ზესტაზე საღოლს ვერ იტყვი. აი ჩიხურას მართლა საღოლ.

02:29 | 18.07.2014
დროგბა (16450)

RACHA63 samtrediis stadioni bevri umaglesi ligis gundebis stadions jobia

01:52 | 18.07.2014
დიტო (14812)

ვახ რა სიცხეა დავიწვი.

01:51 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
წელს თითქმის ყველა თამაშზე ივსებოდა სტადიონი გუნდმა წელწადნახევრიანი საბუთი წარადგინა ჯერ გამგეობა დააფინანსებს 6 თვე შემდეგ პროგრეს ბანკი.

09:53 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

კარგია თუ გამოუჩნდა პატრონი

01:40 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
კარგ მდგომარეობაშია არ გვაქვს ცუდი სტადიონი ბევრი ქალაქის სტადიონს ჯობია

01:46 | 18.07.2014
რაჭა (10043)

ჰო მაყურებელიც დადის, კარგია, იმედია არ გავარდება ვინმე აფინანსებს თუ ღმერთის და მთავრობის იმედადაა? DD

01:35 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
სპასიბა ბრატ წარმატებები დინამოსაც.

01:37 | 18.07.2014
რაჭა (10043)

სტადიონი რა მდგომარეობაშია , სამტრედიაში???

01:34 | 18.07.2014
დროგბა (16450)

stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=dIjvM5rPWw4')>0?'http://www.youtube.com/watch?v=dIjvM5rPWw4':'http://www.youtube.com/watch?v=dIjvM5rPWw4')) NAXET RA MUZONI GAVAZRE GIZGVNIT KARTVELEBO :dd: HAEEEE HAEEEE :d:dd:d:

01:36 | 18.07.2014
რაჭა (10043)

DDDDD

01:32 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
არა ბრატ სამტრედიაში ვარ აქაც მაგარი ცხელა დავიწვი.

01:33 | 18.07.2014
რაჭა (10043)

ჰო აბა მომილოცავს უმაღლესში ჩაბარება..წარმატებები სამტრედიას DDD

01:29 | 18.07.2014
რაჭა (10043)

დროგბა, გაგიკვირდება და მაინც იმედი მაქვს, რომ შემდეგ ეტაპზე მაინც ჩვენ გავალთ DDD

01:26 | 18.07.2014
დროგბა (16450)

RACHA63 rakna zmao shenma dinamom sircxvili gvachama D:

09:52 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

გვაჭამა და გვასვა კიდეც

01:27 | 18.07.2014
რაჭა (10043)

ნუ გამახსენებ DDD

01:26 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
ეგენი მგონი გავიდნენ.

01:26 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
ეგენი მგონი გავიდნენ.

01:25 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
ეგენი მგონი გავიდნენ.

01:27 | 18.07.2014
რაჭა (10043)

არა, სად წავლენ? სანამ ამ სიცხეში ქართულ ფეხბურთზე ბოღმას არ დაანთხევენ ვერ დაიძინებენ DDD

01:25 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
ეგენი მგონი გავიდნენ.

09:52 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ჯერ არაა მასე საქმე.

01:25 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა
ეგენი მგონი გავიდნენ.

01:24 | 18.07.2014
დროგბა (16450)

RACHA63 ki aba samshoblos ver vshordebi versad ver vdzleb

09:52 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ ეგრეა

01:25 | 18.07.2014
რაჭა (10043)

ჰო ძნელია ქართველობა,

01:23 | 18.07.2014
დროგბა (16450)

laciosErtguli orive mara sicxeshi kartuli fexburti ufro autanelia

01:23 | 18.07.2014
vuchinich (83)

Warmatebebi zestas da chixuras

09:51 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

01:22 | 18.07.2014
the mentalist (22583)

01:22 | 18.07.2014
დროგბა (16450)

RACHA63 salami zma sad daikarge agar chanxar ak

01:23 | 18.07.2014
რაჭა (10043)

რავა ხარ ბრატ, ჩამოსულხარ სამშობლოში DDDD

01:22 | 18.07.2014
laciosErtguli (3640)

სიცხე უფრო აუტანელია თუ ქართული ფეხბურთი? DDD

09:51 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

45 გრადუსში ვყოფილვარ და იმას უფრო ავიტან ვიდრე ქართულ ფეხბურთს

01:21 | 18.07.2014
რაჭა (10043)

მუშნი და დროგბაც აქ ყოფილან...სალამი თქვენდა DDDD

01:20 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა63
მეც არ მეძინება ბრატ მაგარი სიცხეა

01:22 | 18.07.2014
რაჭა (10043)

თბილისში ხარ ძმა?? ჰო მაგარი სიცხეა, ჩიხურას 0-0 უთამაშნია..გამიკვირდა

01:16 | 18.07.2014
დიტო (14812)

რაჭა63
მე ვარ აქ.

01:18 | 18.07.2014
რაჭა (10043)

კარგია ძმა, არ მეძინება სიცხეში და ქართული ფეხბურთით გულ გაგლეჯილს

01:15 | 18.07.2014
დიტო (14812)

მუშნი
კაი ბრატ.

01:15 | 18.07.2014
რაჭა (10043)

უძინარი გულშემატკივრებიდან არის აქ ვინმე??? DDD

01:13 | 18.07.2014
GOODFORLEJJ (12932)

mushni (36648)
აქ ვარ ძმა, შენ როგორ ხარ გამარჯვებულო ?

01:08 | 18.07.2014
დიტო (14812)

მუშნი
რა იქვეა ბრატ სტრომგოდსეტი ნორვეგიულია და სევასტოპოლი უკრაინული:-):-):-)

01:09 | 18.07.2014
mushni (93569)

ვიცი ძმა..რუკას ნუ მასწავლი...დონეს პონტში გაგეხუმრეე

01:06 | 18.07.2014
GOODFORLEJJ (12932)

საღოლ ჩიხურა, შე ვე ცით შაურმაში

09:50 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ვირის შაურმაშუ ხო

01:10 | 18.07.2014
mushni (93569)

კრუტუნიო..სად ხარ დაკარგული ძმა

01:06 | 18.07.2014
დიტო (14812)

კაი რა დროგბა შეგვარგე სიხარული

01:06 | 18.07.2014
დროგბა (16450)

ara zma prosta ro vizaxi da ver ajereb xalxs magaze meshleba nervebi chixuras donis nairi gundebi meore ligashi yavt turkul klubebs tuar ici ragas mekamatebi gacherdi mainc

09:50 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ კია ასე, მარა 1-ელ ყარაულის თოფიც გავარდება

01:08 | 18.07.2014
mushni (93569)

აი მაგაში მართლა გეთანხმები ეფენდი

01:04 | 18.07.2014
დროგბა (16450)

1.3 qonda da dackebamde 1.4 auwies kushi ro sheetyuebinat xalxi

01:07 | 18.07.2014
mushni (93569)

დროგბა...მუსტაფასთან ჩაგივარდა ტუფლების ბიზნესი...)))

09:49 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

01:05 | 18.07.2014
the mentalist (22583)

აცადე ბიჯო ამ ხალხს სიხარული რა მოგივიდაDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

09:50 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

მემგონი რაც ბრაზილიაზე ეცინეთ აბაროტს გიღებთ ახლა

01:04 | 18.07.2014
დიტო (14812)

მუშნი
იქნებ სტრომსგოდსეტი ჯობია:-):-):-)

01:05 | 18.07.2014
mushni (93569)

იქავეა მაგიც ბრატუხაა

01:03 | 18.07.2014
დროგბა (16450)

tbilishi tu gaagdo chixuram bursaspori mashin martla gaagdo aranairi totalizatori ar yopila

09:49 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ვნახოთ, იქნებ მოახერხონ

01:03 | 18.07.2014
დიტო (14812)

დროგბა
უტრეხტს არ წაუგია პირველი თამაში

01:02 | 18.07.2014
დროგბა (16450)

დიტო მილანელი ro kideboda vapshe cagebda da did kushs amoagdebda

01:03 | 18.07.2014
mushni (93569)

კაი არ დაიღალე შენც...კრისტალ..ბეთის ვიშკაზე ხომ არ მუშაობ..)))

09:49 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

:

01:04 | 18.07.2014
the mentalist (22583)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

01:06 | 18.07.2014
mushni (93569)

ვარ ფორმაში ლაშუ??

01:23 | 18.07.2014
the mentalist (22583)

აბა რააDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

01:00 | 18.07.2014
დიტო (14812)

დროგბა
ეგებ ბურსასაც კიდია ძმა

01:00 | 18.07.2014
belmondo (369)

დინამოს შეიძლება მოაგებინონ ბუკმეკერებმა და შემდეგ ეტაპზე დასვან, გაგეცინებათ მაგრამ ეგრეა - აქ წაგებულით ვალში არიან, როგორი 4.0 დასვა დინამომ, ვალს კი გადახსა უნდა

09:48 | 18.07.2014
BEERTRANCE (97819)

ვნახოთ აბა

01:00 | 18.07.2014
mushni (93569)

ლაშუ...7 ნომერი ანდერ ერერა ჰყავთ ...გაპარტყული ყურები აქვს...მუჩაჩოა მექსიკელი..მაგრად იყომარა ახლა მსოფლიოზე

01:04 | 18.07.2014
the mentalist (22583)

ერთი მაგის ყურშა დედაც მო ვ ტ ყ ა ნ რაDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

მეტის ნახვა
0.190109