ფეხბურთი

18:13 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრე არავის სასარგებლოდ

 

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მინდორზე, დამთავრდა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, უმაღლესი ლიგის, ქვედა ექვსეულის, 25-ე ტურის მორიგი შეხვედრა, ცხინვალის “სპარტაკსა” და “ზუგდიდს” შორის. ანგარიში “მასპინძლებმა” მე-16 წუთზე თორნიკე თუხარელის პენალტით გახსნეს. 6 წუთში კი ზუგდიდელებმა ასევე თერთმეტმეტრიანით გაათანაბრეს, რომელიც ზუსტად დაარტყა ლუკა გუგუჩიამ. საბოლოოდ ფრე – 1:1, რომელიც უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მებრძოლ არცერთ გუნდს აწყობდა. ახლა ცხინვალელები ისევ ერთი ქულით უსწრებენ ბოლოსწინა ადგილზე მდგომ “ზუგდიდს.”

0.112645