ამსტერდამის “აიაქსის” მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურის აზრით, “ბარსელონას” შემტევებს - ლიონელ მესისა და ნეიმარს - საერთო ენის გამონახვა გაუჭირდებათ. ჰოლანდიელი სპეციალისტი ამის მიზეზად ფეხბურთელების დიდ ამბიციებს ასახელებს.
“თავის დროზე პეპ გვარდიოლაც დადგა მსგავსი პრობლემის წინაშე, როცა მესის გვერდით სამუელ ეტოო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თამაშობდნენ. ერთ გუნდში ორი ლიდერის ყოფნა უმეტესწილად არ ამართლებს. მესის და ნეიმარის ყოლა “ბარსელონასთვის” დიდი სიმდიდრეა, მაგრამ ამავდროულად დიდი რისკია, რომ ორი სუპერვარსკვლავის ინტერესები გადაიკვეთოს და ამით კლუბი დაზარალდეს”, – განაცხადა ფრანკ დე ბურმა ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას.