ფეხბურთი

13:33 | 30.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგულ კლუბებს 75-პროცენტიან დაბეგვრასთან შეგუება მოუწევთ

საფრანგეთის ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ფრედერიკ ტირიე იმედოვნებს, რომ ფუფუნებაზე მიღებული ახალი გადასახადი ფრანგულ ფეხბურთს არ დაანგრევს.

L’equipe-ს ცნობით, გუშინ ქვეყნის საკონსტიტუციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 75-პროცენტიან გადასახადს საფეხბურთო კლუბებიც გადაიხდიან.

“გარშემო ყველა აღიარებს, რომ ეს გადასახადი აბსურდულია და გაუმართლებელია როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ის ეფექტური ვერ იქნება, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია და მას უნდა შევეგუოთ. კარგად მესმის, რომ საბჭო იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, რათა საკუთარი თავი სულელურ მდგომარეობაში არ ჩაეგდო. სამწუხაროდ, ამ გადასახადის შედეგები სერიოზული იქნება და ის ფრანგულ კლუბებზე უახლოეს პერიოდში აისახება. სამწუხაროა, რომ ფეხბურთი პოლიტიკის მსხვერპლი ხდება. და მაინც, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და ბოიკოტის ალბათობა გამორიცხონ” - განაცხადა ტირიემ.

თეგებილიგა 1
0.117969