როგორც იცით, საფრანგეთის ნაკრები, გუშინდელი მატჩის შემდეგ თბილისში დარჩა და ბელარუსთან 10 სექტემბრის მატჩისთვის აგრძელებს მზადებას. დიდიე დეშამმა თბილისის "დინამოს" დიღმის ბაზაზე ავარჯიშა გუნდი. ღია ვარჯიში, დაახლოებით 19:20 საათზე დაიწყო და საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა.
საქართველოს ნაკრებს კი, დღეს დახურული ვარჯიში ჰქონდა.
არ იყვნენ რიბერი და კონდოგბია. ორივე მათგანს ტრავმა აქვს. ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს კუნთის პრობლემა აქვს, ოღონდ, გაწყვეტილი არაა და სავარაუდოდ, ბელარუსში ითამაშებს. საქართველოსთან შეხვედრა კი, როგორც იცით, შეუცვლელად ჩაატარა "ბაიერნის" ვარსკვლავმა და კარიერაში საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჰქონია, მაგრამ მაინც ყველაზე აქტიური იყო თავისიანებში.
ფრანგ ფეხბურთელებს კომენტარი არ გაუკეთებიათ: ნაკრების უსაფრთხოების ოფიცერი მკაცრად იცავდა წესრიგს და ფოტოების გადაღების მსურველებსაც რამდენიმე ფეხბურთელი "გამოაპარა". მაგალითად, ევრა და ვალბუენა. ჟურნალისტების გარდა, ბაზაზე იყვნენ თბილისში არსებული ფრანგული სკოლის მოსწავლეები – ისინი ვარჯიშის დაწყებისას ტაშით შეხვდნენ "მამლებს".
დიდიე დეშამი, მატჩამდე მშვენიერ ხასიათზე იყო, ხუმრობდა და იცინოდა, თუმცა ამჯერად ასეთი ვეღარ გვეჩვენა: ჩაფიქრებული სახით დადიოდა. საფრანგეთის ნაკრები რომ ზედიზედ 5 თამაშს ვერ მოიგებს, საქმე სერიოზულადაა... ფრანგებს უეჭველად მუნდიალზე გასასვლელ ფლეი-ოფში მოუწევთ ჭიდილი, სადაც ბევრი ძლიერი ნაკრები მოიყრის თავს და მართალია, 8 გუნდს შორის წილისყრისას განთესვა იქნება, მაგრამ შესაძლოა, შვედეთი, დანია, საბერძნეთი, ჩეხეთი, ან დაახლოებით ამ დონის გუნდი შეხვდეთ.
ვარჯიშისას დეშამმა ნაკლებად დატვირთა ის ფეხბურთელები, რომლებმაც საქართველოსთან 90 წუთი ითამაშეს. ისინი მსუბუქი ძუნძულითა და 5-წუთიანი კვადრატებით შემოიფარგლნენ, ხოლო დანარჩენებმა დროის უმეტესი ნაწილი 30-მეტრიან მოედანზე ორკარას მოანდომეს.
ბენზემა, რომელსაც მთელი საფრანგეთი აკრიტიკებს და რომელიც საქართველოსთანაც სუსტად იყო, ამ ორკარას დროს კი გამოირჩეოდა - ბევრი გოლი გაიტანა (მგონი, ყველაზე ბევრიც).
ერთ-ერთ ფრანგ ჟურნალისტს ვკითხე აზრი გუშინდელ თამაშზე და ცერა თითი ასწია – რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების კარგი თამაში გამოხატა, თორემ დეშამის ნაკრებს სადღეისოდ არაფერი აქვს საამაყო. ასევე, იოან გურკუფზე ვკითხე, 4 წლის წინ "ბორდოში" ფანტასტიკურად თამაშობდა და რატომ დაეწყო ასეთი რეგრესი-მეთქი. თქვა, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ დღეს უკვე ნაკლებად გვჯერა მისი გაბრწყინებისო. მერე კი, გურკუფი ერთი თითის მოძრაობით დაახასიათა: უხასიათოა, თავში ვერ აქვს საქმე კარგადო...
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჭოწუა რა შუაშია ? რუსთავს მაგ პოზიციაზე არც ყავს უცხოელი. და არც ვალდებულია რომ ჭოწუა ჰყავდეს.მათი გადასაწყვეტია ვინ რად ღირს და რად არა. ეგებ ისიც თქვა რომ დეონტა ვონს სჯობს,ან სპანოლოს?ან ბრიჯმენს ან ეგებ და სულაც ფილიპ მილერს სჯობს? ქართველები 80% შემთხვევაში ვერ სჯობნიან ლეგიონერებს. და ლეგიონერი უფრო ნაკლებ ან იმავე ფასში ორი თავით მეტია.
თუ მაგ პოზიციას ადარებ ბოლო ბოლო რუსთავს 4/3 სპანოლო ჰყავს და რამდენად პროდუქყიულია თუნდაც ჭოჭუაზე კარგად ჩანს. და ახლა დინამოში ზუსტად რომ ვონი რომ ყავს გვერდით მაგიტომაც ჩანს ჭოჭუა. დაუყენე ქართველი და მიიღებ ისევ იმ სურათს რაც უწინ იყო .
რაღაცა საეჭვო ამბები ტრიალებს ფედერაციაში და კლუბებში ჩამოყავთ დაბალი დონის ლეგიონერები (3-4) ყავს თითქმის ყველას კაპიკებს უხდიან ალბათ და სუპერლიგის საუკეთესო მოთამაშეები ა ლიგაში ასპარეზობენ ,მაგარი ფული ტყდება და დონემ თამაშების ძალიან დაიწია
რა უნდა მოტეხონ ისედაც რაცაა ისიც არ ყოფნის გუნდებს . დაბალი დონის ლეგიონერ რომელია ქართველებს რომ თითქმის ყველა კომპონენტში სჯობიან აქ ეგენი?
მაგრად გესმის შენ კალათბურთი, ჭოჭუას გაშვებით რუსთავმა უკეთესები ჩამოიყვანა და ა. შ სხვა გუნდებმა ?!!!!!!!!!!!
რომელი ლეგიონერი ჯობია ჭოჭუას რუსთავში? უგუნდოდ იყო ვაფშე ბოლოს დინამოში აიყვანეს და კია ლიდერი რამის. ქუთაისს უკეთესი ლეგიონერი ცენტრები ყავს , და უამრავს ჩამოგიტვლი ეხლა მეზარება სუპერლიგის საიტზე შესვლა და რამდენი კაი ბიჭი გადავიდა ა ლიგაში
იყო თავისუფალი და ყოფილიყო ვალდებული არავინააა აეყვანა თუ არ აჭირდებოდათ. მეორე მხარეც არსებობს რატომ უნდად და რატომ არა მწვრთნელებს მოთამაშე. სპანოლო რომ ჭოჭუას სჯობს ახლა გაიგე?
ა სიმართლე არ მოგეცონათ ეკას გავეცი პასუხი მის ცინიზმზე და
ეკეს
ვა რას ამბობ .გაგიშიფრავს
)))))))) დაწერე პროკურატურაში მერე