საფრანგეთის საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში მეორედ გააღწია და თუკი 2011 წელს ლიტვაში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან წააგო, ამჯერად, სლოვენიურ ევრობასკეტზე სწორედ ლიტველებთან გამართულ შეხვედრაში ძალიან იოლად იმარჯვა – 80:66.
ლიუბლიანის გადაჭედილ “სტოჟიცე არენაზე” (თამაშს 10 ათასი მაყურებელი დაესწრო) გამართული შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც ვინსენ კოლეს შეგირდებმა 31:12 მოიგეს. “სამფეროვნებმა” პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე უდიდესი “გაქცევა” (21:3) მოაწყვეს და 50:34 დაწინაურდნენ. უკვე მაშინ გამოჩნდა, რომ ფრანგები ისტორიაში პირველ ევროპულ ოქროს ხელიდან აღარ გაუშვებდნენ.
ასეც მოხდა. მე-2 ტაიმში ლინას კლეიზა (20 ქულა) და მისი თანაგუნდელები ბევრს ეცადნენ, თუმცა, სხვაობის მცირედით შემცირების გარდა ვერაფერი მოახერხეს. ბალტიისპირელები მეტოქეს მოხსნებში 25:42 ჩამორჩნენ და ვინაიდან თამაშიდან მხოლოდ 22 ტყორცნა ჩააგდეს, გადარჩენის შანსი არ ჰქონიათ.
ამგვარად, ლიტვის ნაკრებმა 1995 წლის მსგავსად, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები დაისაკუთრა, ფრანგებმა კი 2 ვერცხლსა და 5 ბრინჯაოს ნანატრი ჩემპიონობა შემატეს.
ფინალურ მატჩში გამარჯვებულთაგან 17 ქულით საუკეთესო ნიკოლა
ცხადია, ტონი ევროპირველობის სიმბოლურ ხუთეულშიც მოხვდა, სადაც მის გარდა ლიტველი ლინას კლეიზა, ესპანელი მარკ გასოლი, ხორვატი ბოიან ბოგდანოვიჩი და სლოვენიელი გორან დრაგიჩიც დასახელდნენ.
დასასრულ შეგახსენებთ, რომ მომავალი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს, ქვეყანა, რომელმაც გასულ ტურნირზე სიურპრიზი შემოგვთავაზა და ასპარეზობა მე-6 ადგილზე დაასრულა.
2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი კალათბურთში. “სტოჟიცე არენა”, ლიუბლიანა (
საფრანგეთი – ლიტვა 80:66 (19:22, 31:12, 18:16, 12:16)
საფრანგეთი:
მწვრთნელი: ვინსენ კოლე.
ლიტვა: კალნიეტისი (36 წ. 19 ქ. 4 მ.), დ.ლავრინოვიჩი (18 წ. 7 ქ.), მაჩიულისი (32 წ. 7 ქ. 6 მ.), სეიბუტისი (32 წ. 10 ქ.), კლეიზა (30 წ. 20 ქ. 5 მ.); მოტეიუნასი (4 წ.), კუზმინსკასი (5 წ.), პოჩიუსი (17 წ. 3 ქ.), ვალანჩიუნასი (11 წ. 3 მ.), იავტოკასი (15 წ.).
მწვრთნელი: იონას კაზლაუსკასი.