ფეხბურთი

13:11 | 4.09.2013 | ნანახია 1536 - ჯერ

ფრანგები თბილისში 17 საათზე ჩამოვლენ

 

დღეს, საღამოს 17 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები. ფრანგთა თავკაცი - დიდიე დეშამი თბილისში 25-კაციანი შემადგენლობით ჩამოვა. ეს ფეხბურთელები მან საქართველოსა და ბელარუსთან მატჩებისთვის გამოიძახა. თუმცა, გამომგზავრებამდე დეშამს ერთი ცვლილების განხორციელება მოუხდა და ტრავმირებული ეტიენ კაპუს ნაცვლად, „ლიონის“ ნახევარმცველი - მაქსიმ გონალონი გამოიძახა.

მეკარეები: მიკაელ ლანდრო, უგო ლორისი, სტივ მანდანდა

მცველები: ერიკ აბიდალი, გაელ კლიში, მეტიუ დებიუში, პატრის ევრა, ლორენ კოსილნი, ელიაკიმ მანგალა, ადილ რამი, ბაკარი სანია

ნახევარმცველები: მაქსიმ გონალონი, კლემენ გრენიე, იოსუა გილავოგი, ჯეფრი კონდოგბია, ბლაიზ მატუიდი, პოლ პოგბა, მუსა სისოკო, სამირ ნასრი, დიმიტრი პაიე, ფრენკ რიბერი, მეტიუ ვალბუენა.

თავდამსხმელები: კარიმ ბენზემა, ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლივიე ჟირუ.

ჩვენი სტუმრები სასტუმრო „რადისონში“ დაბინავდებიან, ხოლო მოგვიანებით, საღამოს 20:30 წუთზე დახურულ ვარჯიშს გამართავენ „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე.

ხვალ, 5 სექტემბერს, 18:00 საათზე, “დინამო არენას” მედიაცენტრში, დიდიე დეშამის მატჩისწინა, ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება. 19:30 წუთიდან კი, საფრანგეთის ნაკრების ოფიციალური ვარჯიში დაიწყება, რომელიც მედიისთვის 15 წუთით იქნება ღია. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიშზე მაყურებელი არ დაიშვება და მხოლოდ მედიის წარმომადგენლები შეძლებენ დასწრებას.

6 სექტემბრის მატჩის შემდეგ, ფრანგები ბელარუსთან მატჩისთვის მზადებას თბილისში გააგრძელებენ და საქართველოს დედაქალაქში კიდევ ორ დღეს დარჩებიან.

7 სექტემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ დიდიე დეშამის პრესკონფერენციაა დაგეგმილი. ამავე დღეს, საღამოს 19:00 საათიდან, „დინამო“ თბილისის საწვრთნელ ბაზაზე საფრანგეთის ნაკრების ღია ვარჯიში გაიმართება; ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ მედიისთვის.

სფფ-ის პრესსამსახური



კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:35 | 04.09.2013
gogga78 (901)

იქნებ მოეცხოს დინამოს ამათი კლასი )

16:14 | 04.09.2013
MANCHESTER UNITED (686)

22.15 ზე იწყება თამაში

15:52 | 04.09.2013
shotamessi10 (5632)

ვა დინამოს ბაზაზე რა პონტში ვარჯიშობენ?

15:38 | 04.09.2013
dinamo_tiflis (3394)

ვა დინამომ ბაზა დაუთმო?

14:28 | 04.09.2013
zamza (283)

ბიჭებო, ვინმემ არ იცით, ავტოგრაფების აღების ვარიანტი იქნება?

უბრალოდ კოლექციონერი ვარ და ყველა მოთამაშის ხელმოწერებს ვაგროვებ. სადღაც 300-მდე მაქვს დაგროვებული.

13:56 | 04.09.2013
Blue jersey (18)

ბიჭებო ვყიდი მანჩესტერის 1992 წლის ფორმას ორიგინალს 60 ლარად ფასზე
დამიკავშირდით 557487107
0?'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg':'>http://i945.photobucket.com/albums/ad292/sports_supporters/JUNHO2012/DSCF4239Large.jpg')) ესეტი ფორმაა

13:43 | 04.09.2013
arsenal-14 (2185)

უფრო გვიან უნდა დაენიშნათ თამაში, 22:00 რა პონტია

13:40 | 04.09.2013
M.U2013 (3191)

გული მიგრდზნობს ფრანგებტან სახლში არ ცავაგებტ

13:30 | 04.09.2013
guja_kakhadze (959)

კიდევ ერთი მასტერკლასი! ამჟამად ფრანგების შესრულებით.

13:24 | 04.09.2013
crudeli911 (11)

დღეს, საღამოს 17 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდება საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.

13:19 | 04.09.2013
a.reversi (9540)

თამაშს მერე 2 დღე აქ რჩებიან ბელარუსიასთან სათამაშოდ აქ მოემზადებიან

13:23 | 04.09.2013
LAMA80 (1224)

ნეტა რომელ ბაზაზე მოემზადებიან?

0.11851