ჩოგბურთი

11:29 | 3.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგები პოლონელთა წინააღმდეგ

 პოლონეთის შემდეგ ჰოფმანის თასის ფინალში თამაშის უფლება საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა. ავსტრალიის ქალაქ პერტში მიმდინარე ტურნირის A ჯგუფის დასკვნით მატჩში სამფეროვნებმა ესპანელთა წინააღმდეგ გამოსვლისას ერთეულთა ორივე შეხვედრა მოიგეს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

პირველ შეხვედრაში ალიზ კორნემ ანაბელ მედინა-გარიგესს იოლად მოუგო (6:2, 6:2), რეიტინგსიის მეათე ნომერ ჟო-ვილფრიდ ცონგას კი კლასიფიკაციაში 194-ე საფეხურზე მყოფ დანიელ მუნიოს დე ლა ნავას დასამარცხებლად 3 სეტი დასჭირდა - 6:4, 6:7, 6:2. ფრანგებმა ჰოფმანის თასის ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგეს და გადამწყვეტ მატჩში პოლონეთს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099389