ფეხბურთი

19:22 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფრანცისკომ “ალმერიასთან” კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა

პრიმერადივიზიონში მომუშავე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ფრანცისკო “ალმერიას” მომავალ სეზონშიც უხელმძღვანელებს. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ფრანცისკომ ბოლო ტურში “ალმერიას” ლიგაში ადგილი შეუნარჩუნა, რისთვისაც ერთწლიანი კონტრაქტით დააჯილდოვეს.

ის ალმერიაში დაბადებულ-გაზრდილია და ამავე სახელწოდების გუნდში ფორვარდად თამაშობდა. მან “ალმერიაში” 152 მატჩი ჩაატარა და 45 გოლი გაიტანა. განვლილი სეზონის დასაწყისში, ფრანცისკო დუბლშემადგენლობიდან პირველი გუნდის თავკაცად დააწინაურეს და “ალმერია” მე-17 ადგილზე გაიყვანა.

“ჩვენ პრიმერაში დავრჩით, რადგან ყოველთვის რეალისტები ვიყავით. შემადგენლობის მხრივ პრიმერადივიზიონის ყველა გუნდი ჩვენზე ძლიერია. თუმცა, სიტუაციის რეალური შეფასება დაგვეხმარა შეგვენარჩუნებინა ადგილი რომელსაც ვიმსახურებდით. იმის შეგრძნება, რომ მომავალ სეზონში პრიმერადივიზიონში ვითამაშებთ, ძალიან გვაბედნიერებს” – თქვა ფრანცისკომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109878