ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის, France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ ლონდონის “არსენალის” შემტევი ნახევარმცველი სამირ ნასრი, უახლოეს მომავალში, “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი გახდება.
ფრანგი ჟურნალისტების მტკიცებით, ნასრიმ “ქალაქელებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და დოკუმენტზე ხელმოწერების დასმა მალე მოხდება. 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, “არსენალი” ოც მილიონ ფუნტს მიიღებს, ხოლო თავად ნასრის ხელფასი წელიწადში 9.5 მილიონი ფუნტი იქნება, რაც მას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფრანგ ფეხბურთელად აქცევს.







