თამაშგარე

13:22 | 26.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფქვილი და კვერცხები ოუენისთვის

ინგლისური საფეხბურთო კლუბის “სტოკ სიტის“ 33 წლის თავდამსმხელს მაიკლ ოუენს “პენსიაზე“ გასვლა თანაგუნდელებმა საკმაოდ უცნაურად “მიულოცეს“. მათ კვერცხები და ფქვილიანი პარკები დაუშინეს ოუენის მანქანას. ეს ამბავი 12 მაისს მოხდა, მაგრამ ფეხბურთელმა კვერცხებით დასვრილი ავტომობილის ფოტო ახლახანს განათავსა ინტერნეტში.

განაწყენებულმა ფეხბურთელმა თავისი დასვრილი მანქანის ფოტო “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განათავსა და იმ ფეხბურთელების ვინაობაც გაამხილა, ვინც ეს ჩაიდინა: რობერტ ჰუტი, დინ უაიტჰედი, ჯონათან უოლტერსი, პიტერ კრაუჩი და მეთიუ ეთერინგტონი.

მაიკლ ოუენი ერთ დროს „ოქროს ბიჭუნად“ იყო შერაცხული. იგი ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიცაა “ლივერპული“, “ნიუკასლი“, “მანჩესტერ იუნაიტედი“, მადრიდის “რეალი“ და “სტოკ სიტი“.

0.145671