ფეხბურთი

18:17 | 20.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფოთის "კოლხეთის" ამბები

ფოთის "კოლხეთი", რომელიც უმაღლეს ლიგაში გადმოსვლის ერთ-ერთი პრეტედენტია მზადებას განაგრძობს.

 "კოლხეთის" პრეს სამსახურის უფროსმა გია ეჯიბიამ გაგვაცნო გუნდში არსებული ვითარება.

როგორც “მსოფლიო სპორტისთვის” გახდა ცნობილი, გუნდიდან წავიდნენ შემდეგი ფეხბურთელები: მიხეილ რუსია, აკაკი ჯანელიძე, ლევან გაბუნია, სულხან კახიძე და გიორგია ჭედია. ჭედია საფეხბურთო კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

რაც შეეხება "კოლხეთის" შენაძენს, განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია დავით ხოჭოლავას გადმოსვლა თბილისის "დინამოდან". გუნდს დაემატნენ ასევე: ლევან ყიფიანი ("სამგურალი"), ირაკლი კუტალია ("მაჭახელა"). გარდა ამისა, მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ ფეხბურთელთან, რომლებიც უმაღლესი ლიგის გუნდებში ასპარეზობენ.

 "კოლხეთმა" ვარჯიში 15 იანვარს დაიწყო. 10 თებერვალს  გუნდი მზადებას დუშეთში განაგრძობს, მანამდე კი 26 და 29 იანვარს 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ზუგდიდის "ზუგდიდთან" და ქუთაისის "ტორპედოსთან".

 სპონსორთან დაკავშირებით სიახლეები არ არის, გუნდს ისევ ქალაქის მერია დააფინანსებს და ასევე დახმარებას გაუწევს ფოთის პორტი.

ედემი ელერჯია

0.118141