"ბილბაოს" მთავარი მწვრთნელი ფოტის კაციკარისი ევროთასის 2012-13 წლების სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი გახდა, - იტყობინება ტურნირის ოფიციალური საიტი.
ბრძენი სპეციალისტის თაოსნობით "ბილბაომ" ევროთასის მეორე ჯგუფური ეტაპი დაუმარცხებლად განვლო და ყველა მატჩი მოიგო, რის შემდეგაც პლეი ოფიც წარმატებით გაიარა და ევროთასის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც 13 აპრილს კრასნოდარის "ლოკომოტივ-ყუბანს" დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის დეკემბერში კაციკარისი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა, შეცვალა რა პოსტზე ცნობილი სპეციალისტი დევიდ ბლატი.