ფეხბურთი

14:11 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფორტუნას” თავკაცი: “გვიხარია, რომ ყენიამ ჩვენ აგვირჩია”

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საფეხბურთო კლუბ დიუსელდორფის “ფორტუნას” მთავარი მწვრთნელი მიხაელ ბიუსკენსი კმაყოფილია, რომ ლევან ყენიამ არჩევანი მის კლუბზე შეაჩერა.

“ლევანი ჩვენთვის მისაღებია, როგორც ახალგაზრა და პერსპექტიული ფეხბურთელი. ის სრულიად მიესადაგება “ფორტუნას” კონცეფციას. ის 22 წლისაა და ჯერ კიდევ თავისი კარიერის საწყის ეტაპზეა. თუმცა, დიდი გამოცდილება აქვს მიღებული და გერმანულ ფეხბურთს იცნობს, რადგან “შალკეში” თამაშობდა. თან, გერმანულად საუბრობს. ყენიას ძლიერი მხარეა, რომ მას მწვავე პასის გაკეთება შეუძლია და მუდამ მეტოქის კარისკენ ეძებს გზას. გვიხარია, რომ ჩვენ აგვირჩია”, – იუწყება ბიუსკენსის სიტყვებს “ფორტუნას” ოფიციალური ვებგვერდი.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, დიუსელდორფელებს ყენიას შეძენა 400000 ევრო დაუჯდათ. მანამდე ისინი ქართველის სანაცვლოდ ლვოვის “კარპატის” 250000 ევროს სთავაზობდნენ და უარი მიიღეს.

0.114333