ავტოსპორტი

1:22 | 26.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 1-ში შეიძლება ქალი გამოჩნდეს

ესპანელი ქალი მრბოლი მარია დე ვილოტა ირწმუნება, რომ დიდი შანსი აქვს, მომავალ სეზონში, ფორმულა ერთის პადოკში რეგულარულად ჩანდეს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს. 31 წლის მრბოლმა ორი წლის წინ, პოლ რიკარის ავტოდრომზე ”რენოს” ფ1-ის ბოლიდი გამოსცადა, ახლახანს კი იმავე მანქანით ბარსელონაში, ”რენოს” მსოფლიო სერიის რბოლის წინ გაინავარდა.

მოგვიანებით, ახალი ამბების ესპანურ სააგენტო ”ევროპა პრესს” განუცხადა, რომ მომავალი სეზონისთვის, ფორმულა 1-ში სამუშაოს მიღებასთან ახლოსაა. პირველმა ტესტმა იმდენად კარგად ჩაიარა, რომ მას შემდეგ ახალი შესაძლებლობები გამეხსნაო - განუცხადა ესპანელმა ამორძალმა სააგენტოს. ის არ მალავს, რომ მომავალი სეზონისთვის ფ1-ში მოხვედრა სურს. სულერთია, რა როლი ექნება. მთავარია, რომ იქ იყოს.

მარია დე ვილოტა ფ1-ის ყოფილი მრბოლის, ესპანელი ემილიო დე ვილოტას შვილია და ის სუპერლიგის რბოლებში ფ1-ის ყოფილი პილოტების - ბრაზილიელი ანტონიო პიცონიას და ასევე ბრაზილიელი ენრიკე ბერნოლდის გვერდიგვერდ ასპარეზობდა. საწორედ ამ სერიაში რბოლებისას დარწმუნდა, რომ ფორმულა ერთისთვის მზადაა.

”მათდამი პატივისცემის მიუხედავად, არა მგონია, მათზე ნაკლები ვიყო. გასაგებია, რომ სპეციფიკური ფიზიკური მომზადება დამჭირდება, მეტი შრომა მომიწევს. მაგრამ როგორც სპორტსმენს და მრბოლს, მიმაჩნია, რომ ვარჯიშით და გამოცდილებით ბევრის მიღწევა შემიძლია” - დასძენს დე ვილოტა.

 

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ

http://autopanoramaf1.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175364