უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ, 15 და 19 ნოემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად გასამართი პლეი ოფისთვის შეკრებაზე გამოძახებულ მოთამაშეთა ვინაობა დაასახელა.
მეკარეები: ანდრე პიატოვი (“შახტარი”), მაქსიმ კოვალი (“დინამო”), რუსტამ ხუჯამოვი (“ილიჩივეცი”).
მცველები: ვიაჩესლავ შევჩუკი, ალექსანდრ კუჩერი, იაროსლავლ რაკიცკი (ყველა “შახტარი”), ევგენი ხაჩერიდი (“დინამო”), ვიტალი მანძიუკი, არტიომ ფედეცკი (ორივე “დნიპრო”).
ნახევარმცველები: ოლეგ გუსევი, ანდრე იარმოლენკო, რომან ბეზუსი, სერგეი სიდორჩუკი (ყველა “დინამო”), ევგენი კონოპლიანკა, რუსლან როტანი (ორივე “დნიპრო”), ნიკოლაი მოროზიუკი (“მეტალურგი”, დონეცკი), ტარას სტეპანენკო (“შახტარი”), ედმარი (“მეტალისტი”), დენის დედეჩკო (“ვორსკლა”), ანატოლი ტომოშჩუკი (“ზენიტი”, რუსეთი), დმიტრი ხომჩენოვსკი (“ზორია”), ვალერი ფედორჩუკი (“კარპატი”).
თავდამსხმელები: ევგენი სელეზნიოვი, რომან ზოზულია (ორივე “დნიპრო”), მარკო დევიჩი (“მეტალისტი”).
15 ნოემბერს უკრაინელები ფრანგებს კიევში მიიღებენ, ხოლო 19 ნოემბერს პარიზს ეწვევიან.