"მსოფლიო სპორტი" გუშინწინაც წერდა, რომ გიორგი ფოფხაძე პოლონურ "იაგელონიაში" გადადიოდა. ამჯერად კი, მან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბთან, რომელიც ექსტრაკლასაში მეათე ადგილზე გავიდა, თუმცა ამ სეზონში ორი მატჩიდან ორივე მოიგო.
"იაგელონიას" პიოტრ სტოკოვიეცი წვრთნის, რომელიც შარშან ლადო დვალიშვილის "პოლონიასაც" თავკაცობდა. "იაგელონიას" ერთ-ერთ ლიდერად ნიკა ძალამიძე ითვლება, რომელსაც თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და სავარაუდოდ, ამ თვეში დაიწყებს სრული დატვირთვით ვარჯიშს.
26 წლის ფოფხაძეს უთამაშია თბილისის "თბილისში", ბერძნული "ოლიმპიაკოსის" სარეზერვოებში, დანიურ "ვიბორგში", "ზესტაფონში", ავსტრიულ "შტურმსა" და აზერბაიჯანულ "ბაკიში". გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლოს გამართულ მატჩში დანიასთან - 1:2.