აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-16 ტურის გამოტოვებულ მატჩში, “ბაქიმ”, სადაც გიორგი ფოფხაძე გამოდის, სტუმრად თოვუზის “თურანს” აჯობა (4:0), რომელშიც დავით ჯანელიძე და ირაკლი ბერაია ირჯებიან.
ფოფხაძემ განვლილი მატჩი სრულად ჩაატარა. “თურანის” სასტარტოში იყვნენ ბერაია და ჯანელიძე. პირველი მათგანი 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე თავიდან ბოლომდე გაისარჯა. ბერაიამ 59-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
“ბაქის” 23 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-8 ადგილი უკავია, ხოლო “თურანი” 20 ქულით მეათეა.
ლაშა თაბაგარი
თეგი: ბერაია – ფოფხაძე - ჯანელიძე