ფეხბურთი

18:29 | 1.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფლორო ფლორესმა მატარებელში ნაპოვნი ახალშობილი იშვილა

 

იტალიური “სასუოლოს” თავდამსხმელმა, ანტონიო ფლორო ფლორესმა ახალშობილი იშვილა, რომელიც მატარებლის ერთ-ერთი სავარძლის ქვეშ იპოვეს.

ექიმების განცხადებით, ახალშობილი 3-4 დღის იყო, როდესაც ის ნეაპოლი-აველინოს მატარებლის სავარძლის ქვეშ იპოვეს. ბავშვის მშობლების ვინაობა ვერ დადგინდა, რის შემდეგაც, ფლორო ფლორესმა, რომელსაც საკუთარი 3 შვილი ჰყავს, მისი შვილად აყვანა გადაწყვიტა.

“პატარა ფრანჩესკოზე ინფორმაციის გაგების შემდეგ, ისე მოვიქეცით, როგორც გულმა გვიკარნახა. ფეხბურთელი ვარ, მაგრამ უპირველესად მამა ვარ. ჩემს საქციელში საგმირო არაფერია.” – ციტირებს ფლორო ფლორესის სიტყვებს Eurosport-ი.

0.113934