ფეხბურთი

9:34 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფლორაში” ქართველი ნახევარმცველი ჩაირიცხა

24 წლის ნახევარმცველ გურამ მიქაძეს არნემის “ვიტესმა” კონტრაქტი გაუფორმა და ესტონურ "ფლორაში” გაანათხოვრა. ამ ინფორმაციას თავად "ფლორას” საიტი ავრცელებს. მიქაძეს აქვს როგორც საქართველოს, ასევე ბელგიის მოქალაქეობაც. საქმე ისაა, რომ გურამი 6 წლის წინ წავიდა ბელგიაში, ხოლო რაც შეეხება საკლუბო კარიერას, ბელგიის მეოთხე ლიგაში თამაშობდა...

“ფლორა” ესტონეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა. იქ გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება პირველობა.

0.114494