სხვა

23:00 | 7.07.2010 | ნანახია [] - ჯერ

ფლეი ოფისთვის რუსების “გავლა” სჭირდებათ

შვეიცარიის ქალაქ გშტაადში დიდი სლემის ეგიდით მიმდინარე პლიაჟის ფრენბურთის მსოფლიო ტურის ეტაპის ძირითად ბადეში გასულმა საქა-რთველომ წაგება-მოგება მიითვალა და თუკი ხვალ კიდევ ერთ გამარჯვებას იზეიმებს, ფლეი ოფის საგზურსაც მოიპოვებს.
H ჯგუფში 24-ე რეიტინგით განთესილმა საქა-რთველომ, რომლის ღირსებასაც ბრაზილიელი გოგონები კრისტინა სანტანა და ანდრეცა ჩაგაში იცავენ, პირველი შეხვედრა მე-9 რეიტინგის მქონე შვეიცარიელებთან (კუნი-ცუმკერი) 0:2 (13:21, 19:21) წააგო, შემდეგ კი სენსაცია მოახდინა და მე-8 ნომრად მიჩნეულ ბრაზილიელებს (მარია კლარა-კეროლი) 2:1 (11:21, 21:17, 17:15) სძლია.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ბრაზილიელი ქართველები რუსულ წყვილს (ბრატკოვა-უკოლოვა, 25-ე განთესვა) დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში, ფლეი ოფის საგზურს მოიპოვებენ.
ხვალვე საქმეში ვიხილავთ ვაჟთა წყვილ გეორ-გიასაც (რენატო გომეში-ჟორჟე ტერშეირო), რომელიც ასპარეზობაში პირდაპირ ძირითადი ბადიდან ჩაებმება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.17289