ფეხბურთი

21:27 | 28.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ფლამენგო" სეზარის დაბრუნებას შეეცდება

 

ბრაზილიური "ფლამენგო" მზადაა ქპრ-ს მეკარე ჟულიო სეზარი დაიბრუნოს. ბრაზილიელი კიპერი ლონდონურმა კლუბმა თებერვალში აშშ-ს ჩემპიონატში მოასპარეზე "ტორონტოში" გაანათხოვრა.

ბრაზილიური კლუბი მის ყოფილ მეკარესთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. სავარაუდოდ, 34 წლის ფეხბურთელი "ფლამენგოში" დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება. "ფლამენგოში" სეზარმა 1998-2004 წლებში 285 მატჩი ჩაატარა და 391 გოლი გაუშვა.

შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ჟულიო სეზარი მილანის "ინტერმა" "ფლამენგოსგან" 2.6 მილიონ ევროდ შეიძინა. იტალიურ კლუბთან ერთად ბრაზილიელმა ევროპის ჩემპიონთა ლიგა, სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, იტალიის ჩემპიონი კი 5-ჯერ გახდა.

2012 წელს სეზარი ქპრ-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება.

გიორგი ბალახაძე

0.127639