35 წლის ურუგვაელი მეკარე გუსტავო მუნუა “ფიორენტინას” ფეხბურთელი აღარაა. ფლორენციული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
მუნუა “ფიორენტინაში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში, “ლევანტედან” გადავიდა. მან იტალიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მუნუა “ფიორენტინას” პირველი მაკარე არ იქნებოდა. მიმდინარე სეზონში, მისი მონაგარი ევროპის ლიგაზე ჩატარებული 2 მატჩია.