ფეხბურთი

17:42 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” ვივიანოს შენარჩუნება უნდა, მაგრამ...

ფლორენციული “ფიორენტინას” წარმომადგენლის, სანდრო მენკუჩის განცხადებით, მის კლუბს “პალერმოს” საკუთრებაში მყოფი მეკარის, ემილიანო ვივიანოს შენარჩუნება კი უნდა, მაგრამ პრობლემას ფინანსები ქმნის.

ვივიანომ გასული სეზონი “ფიორენტინაში” არენდის წესით გაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის მესაკუთრე “პალერმო” “იებს”, ვივიანოს სატრნანსფერო უფლებების სრულად დათმობის სანაცვლოდ, 7.5 მილიონ ევროს თხოვს.

“ვივიანო ძალიან კარგი მოთამაშეა. მე ის ძალიან მომწონს. თუმცა, სხვა საკითხია, დარჩება თუ არა ის ჩვენთან. შესაძლოა, მისი შენარჩუნება ფინანსური მიზეზებით ვერ შევძლოთ.” – განაცხადა სანდრო მენკუჩიმ Radio Blu-სთან საუბრისას.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ვივიანოს შეძენით “რომაა” დაინტერესებული, რომელმაც ცოტა ხნის წინათ, სტეკელენბურგი “ფულემში” გაყიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.113096