ფეხბურთი

22:11 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” სტამბული სურს

იტალიური “ფიორენტინა” ფრანგული “მონპელიეს” ნახევარმცველით, ბენჟამინ სტამბულით დაინტერესდა - იუწყება Gazzetta dello Sport-ი.

ფრანგ ფეხბურთელს, ამჟამინდელ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს ეწურება. “იები” მასში 6 მილიონ ევროს იხდიან. “ფიორენტინას” გარდა, სტამბულით, უელსური “სუონსიც” ინტერესდება.

24 წლის ნახევარმცველი, “მონპელიეს” პირველ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს და ამ დროის მანძილზე ლიგა 1-ში 112 შეხვედრის ჩატარება და 3 გოლის გატანა მოასწრო. 2011/12 წლების სეზონში გახდა საფრანგეთის ჩემპიონი.


ირაკლი ალიმბარაშვილი



0.118226