ფეხბურთი

20:52 | 24.04.2013 | ნანახია 834 - ჯერ

“ფიორენტინას” ნეგრედო სურს

ესპანური “სევილიას” თავდამსხმელმა, ალვარო ნეგრედომ, შესაძლოა, კარიერა იტალიურ “ფიორენტინაში” განაგრძოს.

როგორც ცნობილია, ანდალუსიურ კლუბს ვალები აქვს და დავალიანების შემცირების მიზნით, ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერის გაყიდვაზე უარს არ იტყვის. გასულ ზაფხულში, “სევილია” ნეგრედოს 18 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ახლა, ესპანელები ფასის შემცირებას დასთანხმდებიან.

თუ Football Espana-ს დავუჯერებთ, ნეგრედოს შეძენის სურვილს “ფიორენტინა” გამოთქვამს. დიდი ალბათობით, უახლოეს ზაფხულში, ფლორენციულ კლუბს სტევან იოვეტიჩი დატოვებს. თუ ასე მოხდა, ვინჩენცო მონტელას განკარგულებაში 2 თავდამსხმელი დარჩება – დიდი ხნის უთამაშებელი ჯუზეპე როსი და იმ დროისთვის უკვე 36 წლის ლუკა ტონი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:25 | 24.04.2013
wyaltubeli1 (124)

ბიჭები დორტმუნდი-რეალის ლინკს ვერ დამიდებთ წინასწარ მადლობა

22:22 | 24.04.2013
xxxxxxxxxxxxxxxxxxxx (1031)

ოო კარგია კარგია გადმო გადმო ერთი კარგი თავდამსხმელი არ გვაცყენდა მარა ამის ყიდვის მერე იოვეტიჩი არ გაყიდონ იმის მეშინია ვაააჰ

22:03 | 24.04.2013
Lasha Diasamidze (3)

არამგონია რომ ნეგრედო გადავიდეს, მაგრამ მაინც კარგი ტრანსფერი იქნება თუ გადავიდა.

21:18 | 24.04.2013
chamilo (33560)

კარგი შენაძენი იქნება,იოვეტიჩს სულ ტრამვა აქვს იყიდის ამას და ფულიც დარჩება,ფიორე აღარ ხუმრობს,კარგი გუნდი იკვრება

0.114552