ფლორენციის “ფიორენტინას” კიევის “დინამოს” ნახევარმცველი მიგელ ველოზუ სურს. ამის შესახებ იტალიური გამოცემები იუწყებიან.
ფლორენციელები მიმდინარე სატრანსფერო სეზონში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და რამდენიმე ფეხბურთელი უკვე შერჩეული ჰყავთ. ერთ-ერთი ველოზუა, რომელიც კიევიდან აბარგების სურვილს ღიად აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინა” მიგელ ველოზუსთან მოლაპარაკებებს მაისის ბოლოსაც აწარმოებდა, მაგრამ მხარეებს შორის გარიგება არ შედგა.