ფლორენციის “ფიორენტინა” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – ფრენკ ლამპარდის გადაბირებითაა დაინტერესებული. იტალიური მედიის ცნობით, 35 წლის ინგლისელს “იები” წელიწადში მილიონნახევარ ევროს სთავაზობენ.
როგორც ირკვევა, ლამპარდის ხილვა დაახლოებით 10 კლუბს სურს. ინგლისელს “ჩელსის” დატოვება გადაწყვეტილი აქვს და არჩევანის წინაშე დგას. მსურველ კლუბებთა შორის, “ფიორენტინასთან” ერთად, “ნიუ იორკ სიტიცაა”, რომელმაც მადრიდის “ატლეტიკოსგან” დავიდ ვილია უკვე გადაიბირა.
ევროპული პრესა ლამპარდს სწორედ აშშ-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებს, მაგრამ არაა გამორიცხული, ნახევარმცველმა ევროპაში თამაშის სიამოვნება გაიხანგრძლივოს.