ფეხბურთი

13:18 | 20.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” კვადრადო არ ეთმობა

 

ფლორენციის “ფიორენტინას” გარემარბი ხუან კუადრადოს დათმობა არ სურს და მის შენარჩუნებას ცდილობს. კატალონიური მედიის ცნობით, “იებმა” კოლუმბიელი 35 მილიონ ევროდ შეაფასეს და იმედი აქვთ, რომ მასში ამხელა თანხას არავინ გადაიხდის.

მოგეხსენებათ, კვადრადოს შეძენა კატალონიის “ბარსელონას” სურს და სამხრეთამერიკელში 25 მილიონ ევროსაც იხდის. ფლორენციელებს სატრანსფერო ფასის აწევით ბარსელონელების დაფრთხობა სურთ.

შეგახსენებთ, რომ “ფიორენტინამ” კვადრადოს სატრანსფერო უფლებები “უდინეზესგან” სრულად გამოისყიდა.

0.114404