ფეხბურთი

13:17 | 25.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინას” იოვეტიჩის ტორესით შეცვლა სურს

ფლორენციის “ფიორენტინა” ლონდონის “ჩელსის” ფორვარდის – ფერნანდო ტორესის გადაბირებითაა დაინტერესებული. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, “იები” ესპანელის შეძენას იმ შემთხვევაში ეცდებიან, თუკი სტევან იოვეტიჩის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ.

დიდი ალბათობით, ჩერნოგორიელი ფლორენციას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში დატოვებს. მისი შეძენა ლონდონის “არსენალს”, “მანჩესტერ სიტისა” და კიდევ რამდენიმე ძლიერ ევროპულ კლუბს სურს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს სატრანსფერო სეზონში, კლუბს ტორესიც შეიცვლის.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114432